მიხეილ ბილანიშვილი

მიხეილ იოსების ძე ბილანიშვილი (დ. 23 თებერვალი, 1901, ყაღიზმანი, რუსეთის იმპერია — გ. 8 მარტი, 1934, პარიზი; დაკრძალულია იქვე, ტიეს სასაფლაოზე) — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი.

მ. ბილანიშვილი. „ქართველი ქალის პორტრეტი“.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა იოსებ ბილანიშვილის და ეკატერინე თარხნიშვილის ოჯახში. მამამისი იყო რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი, რუსეთ ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის მონაწილე. წარმოშობით სოფ. პატარძეულიდან. ჰყავდათ სამი შვილი, სოსო, ნინო და მიხეილი. ოჯახი მცირე ხნით ცხოვრობდა სარაყამისში, შემდეგ დასახლდა თბილისში.

მიხეილ ბილანიშვილმა საშუალო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა III გიმნაზიაში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1922 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. სწავლობდა ფერწერას. მისი მასწავლებლები იყვნენ გიგო გაბაშვილი და ევგენი ლანსერე. 1922–1923 წლებში მხატვრულად გააფორმა რესტორანი „შამპანი“ (შექმნა კომპოზიცია „ბურთის თამაში“). 1921–1925 წლებში იყო ქართველ ხელოვანთა საზოგადოების წევრი. 1924 წელს ამ საზოგადოებამ სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გაგზავნა. დაამთავრა ანდრე ლოტის სამხატვრო სკოლა. 1927 წელს მან ორი სურათით დავით კაკაბაძესა და ელენე ახვლედიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო პარიზის დამოუკიდებელ მხატვართა 38-ე გამოფენაში1928 წელს პარიზში მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა. ტუბერკულოზით მძიმედ ავადმყოფი გარდაიცვალა იქვე, 34 წლის ასაკში.

მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „ქუჩა პარიზში“ (1925), „პარიზი–სატრიუმფო თაღი“ (1926), „ქართველი ქალის პორტრეტი“ (1928, ყველა — საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). სხვა ნამუშევრები ასევე დაცულია საქართველოსა და ევროპის კერძო კოლექციებში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება