ყაღიზმანი
ყაღიზმანი (თურქ. Kağızman, სომხ. Կաղզվան) — ქალაქი და რაიონი ყარსის პროვინციაში, თურქეთი. ქართულად მას ეწოდება აღზევანი. ადგილი, სადაც იღებდნენ სუფრის მარილს; იქიდან შემოჰქონდათ მარილი საქართველოშიც[1]. მდებარეობს ზღვის დონიდან 1321 მეტრზე.
ქალაქი | |
---|---|
ყაღიზმანი | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ყარსის პროვინცია |
რაიონი | ყაღიზმანი |
კოორდინატები | 40°08′25″ ჩ. გ. 43°07′12″ ა. გ. / 40.14028° ჩ. გ. 43.12000° ა. გ. |
ფართობი | 1970 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1321 მეტრი |
ოფიციალური ენა | თურქული ენა |
მოსახლეობა | 45 936 (2018) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
საფოსტო ინდექსი | 36700 |
საავტომობილო კოდი | 36 |
ოფიციალური საიტი | http://www.kagizman.gov.tr/ |
1878-1918 წლებში ქალაქი იყო რუსეთის იმპერიის, ყარსის ოლქის ყაღიზმანის ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი. 1918-1920 წლებში შედიოდა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1921 წლის 16 მარტს რუსეთის იმპერიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად ყაღიზმანი გადაეცა თურქეთს.
მოსახლეობა
რედაქტირება1897 წლის აღწერის თანახმად ქალაქის ეროვნული შემადგენლობა ასეთი იყო:[2]
- სომხები — 3913 (37,2 %)
- რუსები — 2572 (24,5 %)
- თურქები — 2040 (19,4 %)
- პოლონელები — 848 (8 %)
- ებრაელები — 267 (2,5 %)
- ლიეტუველები — 236 (2,2 %)
- ქურთები — 184 (1,7 %)
- ბერძნები — 96 (0,9 %)
- გერმანელები — 94 (0,9 %)
- თათრები — 72 (0,7 %)
- სპარსელები — 50 (0,5 %)
- ქართველები — 46 (0,4 %)
- ესტონელები — 31 (2,9 %)
- ავარები — 6 (0,06 %)