ყაღიზმანის ოკრუგი

ყაღიზმანის ოკრუგი — ადმინისტრაციული ერთეული ყარსის ოლქის შემადგენლობაში. არსებობდა 1878-1918 წლებში. ცენტრი — ქალაქი ყაღიზმანი.

ყაღიზმანის ოლქი 1902 წელს

ყაღიზმანის ოკრუგი რუსეთის იმპერიის ყარსის ოლქის შემადგენლობაში დაარსდა 1878 წელს. 1881 წელს ოკრუგის საზღვრები შეიცვალა. 1920 წელს ოკრუგი, ისევე როგორც მთელი ყარსის ოლქი თურქეთს გადაეცა.

მოსახლეობა

რედაქტირება

1897 წლის მონაცემებით ოკრუგში ცხოვრობდა 59,2 ათასი ადამიანი. მათ შორის სომხები — 36,5 %; ქურთები — 29,9 %; ბერძნები — 12,2 %; თურქები — 8,7 %, რუსები — 4,4 %; უკრაინელები — 2,4 %; პოლონელები — 1,5 %, აზერბაიჯანელები — 1,5 %; თურქმენები — 1,1 %.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება