მიხეილ ანჩაბაძე
მიხეილ თამშუკის ძე ანჩაბაძე (დ. 1896 — გ. 1 სექტემბერი, 1924) — აფხაზეთის თავადთა საგვარეულოს წარმომადგენელი, საქართველოს რესპუბლიკის არმიის ოფიცერი.
მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში (ჰქონდა როტმისტრის წოდება). 1918 წლიდან იყო ქართული ცხენოსანი პოლკის მე-2 ესკადრონში, სადაც ასევე მსახურობდა როტმისტრი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. 1920 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგა და სოხუმში დასახლდა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩოლოყაშვილის პარტიზანულ რაზმს შეუერთდა და აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლაში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ კახეთის ტერიტორიაზე (მ. შ. თავდასხმაში თელავის ვაგზალზე). 1924 წლის ოქტომბერში ჩეკამ გუდაუთაში დააპატიმრა და თბილისში გაგზავნა. აგვისტოს აჯანყების დღეებში დახვრიტეს. მამამისი, მიწათმოქმედი თამშუკ ანჩაბაძე 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიხეილ ანჩაბაძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)