მიშელ სონი

ფრანგი პიანისტი და კომპოზიტორი

მიშელ სონი (ფრანგ. Michel Sogny; დ. 21 ნოემბერი, 1947, პო, საფრანგეთი) — უნგრული წარმოშობის ფრანგი პიანისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი და მწერალი.

მიშელ სონი
მშობლიური სახელი Michel Sogny
დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1947
პო, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ეთნიკურად უნგრელი
განათლება ფსიქოლოგიის მაგისტრი, ლიტერატურის ბაკალავრი, ფილოსოფიის დოქტორი
ალმა-მატერი École Normale de Musique de Paris,
სორბონის უნივერსიტეტი
პროფესია პიანისტი, კომპოზიტორი
საიტი www.michelsogny.net

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიშელ სონი მუსიკას პარიზის მუსიკალურ აკადემიაში დაეუფლა, ჟიულ ჟენტილის და ივონ დესპორტესის ხელმძღვანელობით. ფლობს მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიაში, ბაკალავრის ხარისხს ლიტერატურაში და დოქტორის ხარისხს ფილოსოფიაში,[1] რაც დაიცვა 1974 წელს სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა. არის ფონდ SOS Talents-ის დამფუძნებელი.

1970 -იანი წლები

რედაქტირება

მუსიკალურ სამყაროს ასპარეზზე მიშელ სონი 1970-იან წლებში ჩნდება და მალევე იმკვირდებს თავს, როგორც ინოვაციური მუსიკალური მეთოდის ფუძემდებელი.

იყო ფერენც ლისტის ფრანგული ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი,[2] რასაც ხელმძღვანელობდა ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი და ლისტის შვლილიშვილი ბლანდინ ოლივიე დე პრევო.[3].

1974 წელს მიშელ სონი პარიზში აარსებს მუსიკიალურ სკოლას, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან ფორტეპიანოს სწავლების ახალ მეთოდს.[4] იმავე წელს ხსნის ლიტერატურულ და მუსიკალურ სალონს, რომელსაც ხშირად სტუმრობენ მხატვრები და ინტელექტუალები, ასევე პიანისტები — ალდო ჩიკოლინი, დიორდ ციფრა, პაულ ბადურა-სკოდა, სიპრიან კაცარისი, მოცეკვავე ნოელა პონტუა, რეჟისორი მიხალის კაკოიანისი, მსახიობები — ჟან მარე და მადლენ სოლონი, ასევე ალბერ დელონე, პოლ შოშარი, ტერეზ დე სენ-ფალი.

1975 წელს სონიმ გამოაქვეყნა პირველი წიგნი „ლისტით შემოქმეებითი აღტაცება“ (Admiration Créatrice chez List), რომელსაც დიორდ ციფრას წინასიტყვობა უძღვის.

1976 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი მიშელ სონის სკოლის შესახებ, რომელიც ჟურნალ France Panoram-ში გაშუქდა.[5].

1980-იანი წლები

რედაქტირება

1980-იან წლებში, მიშელ სონი, როგორც მუსიკის კრიტიკოსი, სხვადასხვა მუსიკალურ ნაწარმოებებს მიმოიხილავს Harmonie-ში.[6][7]

1981 წელს, თავის მოსწაველესთან, ჟან მენსონთან ერთად დაწერა სიმღერა „Comme un bateau ivre“. მონაწილეობას იღებს ფრანსუა რეიშენბახის მიერ გადღებულ სატელევიზიო სერიალში „მუსიკის წყალობით“ (Grâce à la musique).[8]

ამავე წელს, სონი ასევე ხსნის მუსიკალური სკოლის ფილიალს ჟენევაში.[9][10].

1985 წელს, ჟენევის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში, გენერალური დირექტორის, ფრანსის ბლანშარის ინიციატივით, განხორციელდა მიშელ სონის საფორტეპიანო მეთოდოლოგიის დანერგვა საზოგადოების კულტურული შემეცნების ამაღლების ხელშესაწყობად.

1990-იანი წლები

რედაქტირება

1990-იან წლებში მიშელ სონი თავისი მეთოდის დანერგვას და ახალგაზრდა მუსიკოსებთან მუშაობას განაგრძობს.

1993 წლის 15 მარტს, ჟენევის დიდ თეატრში, თავის მოწაფე მირიამ გრამთან ერთად მიშელ სონიმ შეასრულა ფერენც ლისტის Grand Galop Chromatique — საფორტეპიანო ნაწარმოები ოთხი ხელში, კომპოზიტორის ორიგინალურ ვერსიაში.[11][12]

1995 წელს, სონი მიწვეულია ავსტრიაში, სადაც ლორდ იეჰუდი მენუჰინის მაღალი პატრონაჟით საფუძველი ეყრება მუსიკალური ინსტიტუციის "ვილა შინდლერის" ჩამოყალიბებას.[13][14] როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი იგი აფუძვნებს საერთაშორისო ფესტივალს და საფორტეპიანო მასტერსერიებს.

ღია მასტერკლასების ფორმატში სისტემატურად მართავს სპეციალურ კურსებს საავტორო საფორტეპიანო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, სადაც შემუშავებული დიდაქტიკური მუსიკალური ნაწარმოებების შესწავლით ახალგაზრდა პიანისტები სწრაფი ინტენსიობით ვითარდებიან როგორც ტექნიკური მიმართულებით, ასევე ბგერის დაუფლების მაღალი ხარისხის მისაღწევად.[15][16][17]

აღნიშნულ მუსიკალურ ცენტრში აღიზარდნენ და განვითარებაში ხელი შეეწყოთ ახალი თაობის თვალსაჩინო პიანისტებს: ელისო ბოლქვაძე, თამარ ბერაია, ხატია ბუნიათაშვილი, იანა ვასილიევა, ალექსანდრა მასალევა, ანა ფედოროვა.

2000-იანი წლები

რედაქტირება

2000 წლის მარტში, მიშელ სონიმ დააარსა ფონდი SOS Talents. ფონდი მხარს უჭერს ახალგაზრდა პიანისტებს აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნებიდან.[18]. პიანისტი-ლაურიატები ფონდის ფარგლებში ეუფლებიან მიშელ სონის მეთოდოლოგიას და პარალელურად აგრძელებენ სწავლას თავიანთ ქვეყნებში.

ფონდი ორგანიზებას უწევს საფრანგეთსა და შვეიცარიაში მასტერკლასებისა და გალაკონცერტების გამართვას. განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება სტიპენდიები. ფონდის ფინანსური ხელშეწყობით ლაურეატები განაგრძობენ სწავლას ევროპისა და დიდი ბრიტანეთის წამყვან კოლეჯებში.

ფონდის პირველი კონცერტი 2001 წელს პარიზში, Hôtel Marcel Dassault–ში გაიმართა. კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ სერჟ და ნიკოლ დასოები. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს პიანისტებმა იანა ვასილიევამ და ხატია ბუნიათიშვილმა. იმავე წელს, მისი მოსწავლეები, იანა ვასილიევა, ელისო ბოლქვაძე, ხატია ბუნიათაშვილი და გვანცა ბუნიათაშვილი [19] ელიზეს მინდვრების თეატრში წარსდგნენ.[20]

ამავე წელს, ნორჩმა პიანისტებმა მიშელ სონის ინიციატივით პარიზის შანზელიზეს თეატრში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის პირველი ლედის, ბენედეტ შირაკის პატრონაჟით გამართულ გალაკონცერტში.

2002 წელს მიშელ სონის ფონდის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო ფესტივალს შეიცარიაში, ქალაქ მონტროში.[21] · [22] ფესტივალში მონაწილეობა მიიღო იტალიელმა პიანისტსმა ალდო ჩიკოლინიმ და ფონდ SOS TALENTS FOUNDATION ლაურიატებმა: ელისო ბოლქვაძე, თამარ ბერაია, ხატია ბუნიათაშვილი, იანა ვასილიევა.

2003 წელს, მიშელ სონი მიწევეულია კიევში ვლადიმირ ჰოროვიცის საუბილეო, საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის წევრის სტატუსით, სადაც საფრანგეთს წარმოადგენს.

2004 წელს, შვეიცარიის ქალაქ კოპეში სონიმ დააარსა „მიშელ სონის საფორტეპიანო ფესტივალი“.[23].

2006 წელს მიშელ სონი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ბუდაპეშტში და საფუძველს უყრის სოლო კონცერტების სერიას ფერენც ლისტის მუზეუმში.

2009 წელს, ვილნიუსში, ევროპის კულტურული დედაქალაქის ღონისძიების ფარგლებში, ვალდას ადამკუსის პატრონაჟით იმართება SOS Talents Fondation-ის კონცერტი. კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცა რამდენიმე სატელევიზიო არხზე.[24] იმავე წელს მიშელ სონიმ გამოაქვეყნა ნაშრომი La Musique en Questions, Entretiens avec Monique Philonenko.

2010-იანი წლები

რედაქტირება

ამ პერიოდში ორმოწ წლიანი მუსიკალური პედაგოგიური პრაქტიკის ფონზე, მიშელ სონი ახალგაზრდა პიანისტების მომზადებას აგრძელებს.[25][26]

2013 წელს შეიქმნა თრილერი სახელწოდებით „თითებით აღსრულებული ოცნება“, L’adulte prodige რომელიც ფრანგულმა გამომცემლობა, ფრანს-ამპირმა გმოაქვეყნა.

წიგნში მოთხრობილია მიშელ სონის მეთოდოლოგიის საფუძველზე აღზრდილი მოზარდი მუსიკოსის ისტორია.

2014 წელს მიშელ სონიმ კიდევ ერთი ნაშრომი, „ვიქტორ ჰიუგოდან დოსტოევსკიმდე“ (De Victor Hugo à Dostoïevsky) გამოაქვეყნა — ფილოსოფიური ინტერვიუების წიგნი, ფილოსოფოს ალექსი ფილონენკოსთან ერთად.

2017-2019 წლებში მიშელ სონი მიწვეულია საქართველოში, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასების ჩასატარებლად.[27][28] ამავე წელს მიწვეულია მასტერკლასებზე იაპონიაში, იშიკავას მუსიკალურ აკადემიაში.[29]

ფორტეპიანოს სწავლების მეთოდი

რედაქტირება

სონის საფორტეპიანო მეთოდოლოგია ისწავლებოდა მისივე სახელობის სკოლებში პარიზსა და ჟენევაში. 1974 წლიდან მეთოდი 20 000-ზე მეტ მიმდევარს ითვლის.[30].

სწავლების სპეციფიკა დაფუძნებულია განვითარების ორ ძირითად მიმართულებაზე : დიდაქტიკური ნაწარმოებები, სახელწოდებით პროლეგომენები,([31] რომლებიც მცირე ფორმის სავარჯიშოებს წარმოადგენს და ეფექტურად ანვითარებს მუსიკალური ფრაზის და ბგერის აღქმას. ციკლი მოიცავს 600-მდე მუსიკალურ პიესას. მეორე ძირითადი მიმართულება არის ეტიუდების ციკლი, სადაც ყოველი ტექნიკური ბარიერი გათვლილია და დაჩქარებული ტემპით იძლევა საშუალებას თავისუფლებაში მოიყვანოს ხელის აპარატი..[32]

საფორტეპიანო ტექნიკის დასაუფლებლად, ეტიუდების ციკლი საშუალებას იძლება ადრეული ასაკიდანვე დამწყებმა მუსიკოსებმა დაძლიონ რთული ნაწარმოებები და მიიღონ ეფექტური შედეგი.

მის სტუდენტებს შორის, მიშელ პარიმ ფორტეპიანოს შესწავლა 26 წლის ასაკში დაიწყო, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ კი მან პროგრესს მიაღწია, რამაც საჯარო კონცეტრზე გამოსვლის საშუალებას მისცა;[33] 1980 და 1981 წელს ის ელისეს მინდვრების თეატრში წარსდგა ლისტის ნამუშევრებით.[34][35][36] მიშელ სონის მოსწავლე იყო კლოდინ ზევაკო, რიმელიც 1983 წელს ასევე გამოდიოდა ელისეს მინდვრების თეატრში. 1984 წელს, დიორდ ციფრამ მიშელ სონი და კლაუდინ ზევაკო ქალაქ სანლისში მიიწვია, ციფრას ფონდის ეგიდით.[37]

მიშელ სონის მოსწავლეებს შორის მრავალი მომღერალი თუ მსახიობია, მათ შორის არიან: იზაბელ ობრე, ანი კორდი, მარი პოლ-ბელი, ალის დონა, პიერ დუგლასი, ევა, ფრანსუა ჰარდი, სილვი ჯოლი, ჟან მენსონი, კატრინ რიბეირუ, ანრი სალვადორი, ჟან-ჟაკ სემპე, უილიამ შელერი.[38].

1981 წელს, სენატის სხდომაზე შეიტანეს წერილობითი მოთხოვნა მიშელ სონის სკოლის მთელი საფრანგეთის მასშტაბით გაფართოების თაობაზე.[39].

პიანისტი და კომპოზიტორი

რედაქტირება

მიშელ სონი ავტორია საფორტეპიანო დიდაქტიკური ნაწარმოებების , რომლის საფუძველზეც შექმნა თავისივე საავტორო მეთოდოლოგია. მათ შორის არის Prolégomènes à une Eidétique Musicale, Paralipomènes à une Eidétique Musicale და Études pour piano. მან ასევე შეადგინა ფორტეპიანოს საკონცერტო ნაწარმოებები: Furia, Triptyque, Entrevisions, Dérive, Hommage is Liszt, Aquaprisme, Réminiscentiel, Trois pièces dans le style hongrois, Deux Études de concert, 12 ნაწარმოები მხოლოდ მარჯვენა ხელისთვის, Reviviscence.

მისი ნაწარმოებები შესრულებული აქვთ ისეთ პიანისტებს როგორებიც არიან: თამარ ბერაია, კრისტიან შამორელი, სიპრიან კაცარისი, ფრანს კლიდა, ელისო ბოლქვაძე, ანა ყიფიანი, ალექსანდრა მასალევა, ჯეი გოტლიბი, ლაურა მიკოლა, ფრანცისკო ნიკოლოზი, იანა ვასილიევა, რამზი იასა, ალექსანდრ სანდლერი, ლიდი სოლომონი.[40].

მიშელ სონიმ ასევე ქართველ პიანისტ, ელისო ბოლქვაძესთან ერთად ჩამოაყალიბა საფორტეპიანო დუეტი, ფერენც ლისტის ნაწარმოებების ოთხი ხელის ორიგინალური ვერსიების შესასრულებლად. პროგრამა წარმოდგენილ იქნა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Le Processus de l'esprit créateur chez Liszt
  2. „Association française Franz Liszt 1972“. Documentation Association Franz Liszt (français). octobre 1972. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. „Une Association Franz Liszt“. Le Figaro (français): 29. 16 Octobre 1973. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. Thierry Hillériteau, « Les antiques accords de Michel Sogny », Le Figaro, encart « Culture », samedi 3 - dimanche 4 mai 2014, page 36.
  5. „France panorama - Reportage sur l'école Michel Sogny“. Lettre de Gérard Haas (ფრანგული). 06 janvier 1976. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. Michel Sogny (1977). „Critique dans la revue Harmonie“. Revue Harmonie (français).
  7. „Equipe des critiques musicaux“. Revue Harmonie (ფრანგული). 1980.
  8. „Grâce à la Musique - Franz Liszt“. Le Figaro TV (ფრანგული): 23. 11 mars 1981. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  9. „Les adultes peuvent apprendre le piano“. 24 Heures (ფრანგული). 15 octobre 1981. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  10. „Nous sommes tous des prodiges“. La Tribune de Genève (ფრანგული). 19 et 20 septembre 1981. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  11. Michel Sogny (13-14 mars 1993). „Liszt, précurseur de l'histoire la musique“. La Tribune de Genève (français). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  12. Sylvie Bonnier (Samedi-Dimanche 13-14 Mars 1993). „Michel Sogny présente une nouvelle transcription de Liszt“. La Tribune de Genève (français): 34. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  13. „Nachruf auf Yehudi Menuhin“. Tirolertages Zeitung (allemand). Septembre 1993. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  14. „Internationale Kunst in Villa Schindler“. Blickpunkt (allemand). 27 Septembre 1995. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  15. „Eine Festwoche des Klavier“. Blick Punkt (allemand): 21. Mercredi 14 Novembre 2001. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  16. „Konzerte“. Tiroler Tageszeitung (allemand). 4 octobre 1996. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  17. „Klavierfestwochen der Villa Schindler mit Star-Pianisten“. Kurier (allemand): 14. 4 novembre 2000. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  18. Christophe Barbier (Décembre 2015). „Editorial“. Classica L'Express (ფრანგული): 3. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  19. (2021-09-16) Invitation au concert de Khatia et Gvansa Buniatishvili, Elisso Bolkvadze. 
  20. (2021-09-17) Michel Sogny présente ses élèves au Théâtre des Champs-Elysées Paris 28 Septembre 2001. 
  21. Sylvie Bonier (25 mars 2002). „Les surdoués du clavier ont rendez-vous à Montreux“. Tribune de Genève (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  22. Michel Sogny presse Piano Magazine, mai 2002.
  23. Luca Sabbatini (Août 2008). „Michel Sogny révèle les pianistes de demain“. La Tribune de Genève (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  24. Mezzo - Philip de la Croix (15 mars 2009). „Concert SOS Talents en direct de Vilnius Capitale Européenne de la Culture“. Mezzo TV (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  25. Les antiques accords de Michel Sogny fr (2 mai 2014)..
  26. Stephan Friedrich (Décembre 2014). „40 ans au service de la musique“. Classica L'Express (ფრანგული): Couverture. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  27. first channel géorgien.
  28. Batumi music fest. Michel Sogny Piano Method anglais. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-01. ციტირების თარიღი: 2021-10-01.
  29. 2019 Ishikawa Music Academy japonais. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-01. ციტირების თარიღი: 2021-10-01.
  30. Thierry Hillériteau (2 mai 2014). „Les antiques accords de Michel Sogny“. Le Figaro (ფრანგული). lefigaro.fr. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება).
  31. François Lancel (mai 1981). „En avant la musique“. Le Parisien (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  32. Georges Hilleret (26 mai 1984). „Le bonheur de jouer Bach après quelques mois de pratique“. Télé 7 Jours (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  33. Stephan Friedrich (Décembre 2014). „Michèle Paris - L'adulte prodige“. Classica L'Express (ფრანგული): 9. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  34. Edgar Schneider (3 mai 1980). „Jours de France“. Le Carnet de la Semaine. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  35. Elisabeth Chavelet (18 avril 1980). „Le piano enseigné en méthode accélérée“. France-Soir (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  36. Pierluigi Locchi (4 avril 1981). „Elle est devenue virtuose en six mois“. Le Figaro Magazine (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  37. „En Bref- Récital à la Fondation Cziffra“. Le Monde (ფრანგული). 26 mai 1984. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  38. Marc-Olivier Fogiel (Décembre 2018). „Le Divan - William Scheller“. France 3 (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  39. Enseignement de la musique : extension du centre Michel Sogny - Sénat.
  40. Piano Passionata fr.[მკვდარი ბმული]