ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიპრიან კაცარისი (ფრანგ. Cyprien Katsaris; ბერძ. Κυπριανός Κατσαρής; დ. 5 მაისი, 1951) — ფრანგ-კვიპროსელი ვირტუოზი პიანისტი, მასწავლებელი და კომპოზიტორი. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო მონიკა დე ლა ბრიუშოლერი, ემილ ფონ ზაუერის მოსწავლე, რომელიც თავად ფერენც ლისტის მოსწავლე იყო.[1] იგი ცნობილია დახვეწილი ჟღერადობით, ხმოვანების სრული კონტროლითა და ბუნებრივი, თავისუფალი შესრულების ტექნიკით.

სიპრიან კაცარისი
Cyprien Katsaris
ბიოგრაფიული ინფორმაცია
დაიბადა5 მაისი, 1951 (1951-05-05) (73 წლის)
მარსელი, საფრანგეთი
ჟანრ(ებ)იკლასიკური
საქმიანობაპიანისტი, კომპოზიტორი, ვირტუოზი, მასწავლებელი
ინსტრუმენტებიფორტეპიანო
აქტიურობის წლები1966–დღემდე
ლეიბლიPiano 21, Schott Music, Teldec, Telefunken, Sony Classical, EMI, Deutsche Grammophon, DECCA, BMG/RCA, Pavane Records.
საიტიwww.cyprienkatsaris.net

ბიოგრაფია

რედაქტირება

კაცარისი დაიბადა მარსელში, საფრანგეთში, და გაიზარდა კამერუნში. ფორტეპიანოზე დაკვრა ოთხი წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მასწავლებელი იყო მარია-გაბრიელ ლაუერსი.[2]

ფორტეპიანო პარიზის კონსერვატორიაში ისწავლა ალინ ვან ბარენცენთან (ელი-მირიამ დელაბორდის, ჩარლზ-ვალენტინ ალკანის შვილის, მოსწავლესთან) და მონიკა დე ლა ბრიუშოლერთან (ემილ ფონ ზაუერის, ფერენც ლისტის მოსწავლის, მოსწავლესთან). ცოტა ხნით კაცარისს ასევე ასწავლიდა დიორდი ციფრა. 1969 წელს კაცარისმა მოიგო კონსერვატორიის პირველი ადგილის ჯილდო.[3] ფორტეპიანოსთან ერთად მან ისწავლა საკამერო მუსიკა რენ ლეროისა და ჟან იუბოსთან და 1970 წელს მოიპოვა პირველი ადგილის ჯილდო.[4]

კაცარისმა პირველი კონცერტი 1966 წლის 8 მაისს პარიზში, შანზ-ელიზეს თეატრში ჩაატარა. მან შეასრულა ფერენც ლისტის „უნგრული ფანტაზია“ ილ-დე-ფრანსის ნაციონალური ორკესტრის თანხლებით რენ-პიერ შუტოს დირიჟორობით. ამის შემდეგ კონცერტები მრავალ ორკესტრთან და დირიჟორთან აქვს ჩატარებული.[5]

კაცარისი მეორე მუსიკოსია, რომელმაც ჩაწერა ბეთჰოვენის ცხრა სიმფონიის ლისტისეული ტრანსკრიპციები, იდილ ბირეტის შემდეგ — ჩანაწერი Warner Classics ხელმეორედ 2006 გამოსცა.[6] მან ასევე ჩაწერა მოცარტის, შოპენის, გრიგისა და მრავალი სხვა კომპზოტორის ნაწარმოებები, მათ შორის მალერის „Das Lied von der Erde“-ის იშვიათი საფორტეპიანო ვერსია ბრიგიტა ფასბენდერთან და ტომას მოსერთან ერთად.

2001 წელს კაცარისმა შექმნა თავისი ლეიბლი, „Piano 21“. 2011 წელს პარიზში ფრანგ ბარიტონთან დეივიდ სერეროსთან ერთად კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

ჯილდოები

რედაქტირება

დისკოგრაფია

რედაქტირება

ლეიბლის „Piano 21“ ჩანაწერების სრული დისკოგრაფია:[12]

  1. KR 622 : Allegro. The Original Motion Picture Soundtrack
  2. P21 001 : Beethoven • The Creatures of Prometheus, op. 43
  3. P21 003 • (2 CD) : In Memoriam Chopin 150th Anniversary • Live at Carnegie Hall, New York City
  4. P21 004 : Sergei Bortkiewicz • Piano Works
  5. P21 007 : Bach Recital • Vol. 1 • Original Works
  6. P21 009-N : The Complete Mozart Piano Concertos • Vol. 1
  7. P21 010-N : The Complete Mozart Piano Concertos • Vol. 2
  8. P21 011-N : Live at Festival International d’Echternach (Luxembourg) • 7 July 1979 • A Film by Claude Chabrol
  9. P21 012-N : Live at Carnegie Hall, New York City • In Memoriam Chopin • 17 October 1999
  10. P21 013 : Bach & Sons • 5 Piano Concertos
  11. P21 014-A : Beethoven • Concerto No. 3 op. 37 • Sonatas Nos. 31 & 12
  12. P21 015 : A Tribute to Cyprus
  13. P21 016-A : Schumann • Vol. 1 • Live Recordings
  14. P21 017-N : Bach • Vol. 2 • Transcriptions
  15. P21 018 : Mozart Transcriptions
  16. P21 019 : The Mozart Family
  17. P21 020-A • (2 CD) : Russian Music • Vol. 1
  18. P21 021-N : The Complete Mozart Piano Concertos • Vol. 3
  19. P21 022-A : Liszt • Vol. 10 Liszt I • The Philadelphia Orchestra, Eugene Ormandy
  20. P21 023-A • (2 CD) : Scriabin • Vol. 19 • The Complete Dances
  21. P21 024-A • (2 CD) : French Music • Vol. 2 • De Louis XIII à Boulez
  22. P21 025-N : The Complete Mozart Piano Concertos • Vol. 4
  23. P21 026-N : The Complete Mozart Piano Concertos • Vol. 5
  24. P21 027-A • (2 CD) : Mikis Theodorakis • Vol. 20 Theodorakis • Works for piano & orchestra
  25. P21 028-A : Grieg • Vol. 18 • Concerto & Piano Works
  26. P21 029-A : Live at International Tchaikovsky Competition • Vol. 21 • Moscow 1970
  27. P21 030-N : Piano Rarities • Vol. 1 • Transcriptions
  28. P21 031-N : The Complete Mozart Piano Concertos • Vol. 6
  29. P21 032-N : Album d’un Voyageur • Vol. 1 • EUROPE
  30. P21 033-N • (2 CD) : Viennese Connections • Beethoven • Schubert Hüttenbrenner • Diabelli • Liszt
  31. P21 034-N : Live in Shanghai • 4 October 2005 • The International Piano Festival of Shanghai Conservatory of Music
  32. P21 035-N : Live in Shanghai • 2 October 2007 • The International Piano Festival of Shanghai Conservatory of Music
  33. P21 036-A : Cyprien Katsaris Archives • Vol. 16 • Schumann II
  34. P21 037-N : Piano Rarities • Vol. 2 • Compositeurs français
  35. P21 038-N : Chopin, Concerto n° 2 en fa mineur, op. 21 | les 4 versions
  36. P21 039-N : The Complete Mozart Piano Concertos • Vol. 7
  37. P21 041-N : Katsaris plays Liszt • Vol. 1
  38. P21 042-A : Cyprien Katsaris Archives • Vol. 8 • Schubert
  39. P21 043-N : Katsaris plays Chopin • Live Recordings
  40. P21 044-N : Hélène Mercier/Cyprien Katsaris • Brahms : Sonata for 2 pianos • Schumann/Clara Schumann : Piano Quintet 4 hands

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Home.
  2. Dubal, David (2004). The Art of the Piano: Its Performers, Literature, and Recordings (en). Amadeus Press. ISBN 9781574670882. 
  3. Slonimsky, Nicolas (2001-01-01) Baker's biographical dictionary of musicians (en). Schirmer Books. ISBN 9780028655710. ციტირების თარიღი: 2016-05-19. 
  4. Sadie, The late Stanley; Tyrrell, John (2001-01-25) The New Grove Dictionary of Music and Musicians: 29 volumes with index (en). OUP USA. ISBN 9780195170672. ციტირების თარიღი: 2016-05-19. [მკვდარი ბმული]
  5. Schonberg, Harold C. (1987-01-01) Great Pianists (en). Simon and Schuster, გვ. 456. ISBN 9780671638375. ციტირების თარიღი: 2016-05-19. 
  6. Syndikus, Candida; Rogge, Sabine (2013-01-01) Caterina Cornaro: Last Queen of Cyprus and Daughter of Venice Ultima regina di Cipro e figlia di Venezia (en). Waxmann Verlag, გვ. 418. ISBN 9783830979074. ციტირების თარიღი: 2016-05-19. 
  7. Abitbol, Jean (2006-01-01) Odyssey of the Voice, Plural Publishing (en), Plural Publishing, გვ. 373. ISBN 9781597568050. ციტირების თარიღი: 2016-05-19. 
  8. (1983) Journal of the American Liszt Society (en). American Liszt Society, გვ. 80. 
  9. Katsaris, Cyprien – UNESCO Celebrity Advocates. portal.unesco.org. UNESCO (2005-02-23). ციტირების თარიღი: 2011-09-15.
  10. Emilie, Drouinaud. (2011-03-23) Katsaris, ténor lyrique du piano fr. Sud Ouest. ციტირების თარიღი: 2016-05-19
  11. (en) Speech by Mr. Eleftheros P. Ioannou Member of the Board of Directors of the Nemitsas Foundation. www.nemitsasfoundation.org. Nemitsas Foundation (2011-09-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2011-10-25.
  12. (en) Comprehensive discography of recordings under the label Piano 21. www.cyprienkatsaris.net. Cyprien Katsaris official website. ციტირების თარიღი: 2011-10-25.