ვლადიმირ ჰოროვიცი
ვლადიმირ ჰოროვიცი (უკრ. Володи́мир Самiйло́вич Го́ровиць; დ. 1 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 18 სექტემბერი], 1903, კიევი — გ. 5 ნოემბერი, 1989, ნიუ-იორკი) — უკრაინული წარმოშობის ამერიკელი პიანისტი და კომპოზიტორი. სწავლობდა კიევის კონსერვატორიაში ვლადიმერ პუხალსკისა და სერგეი ტარნოვსკისთან. 1925 წლიდან ემიგრირებული იყო ევროპაში, ხოლო 1928 წლიდან დასახლდა აშშ-ში. მისი შესრულება გამოირჩეოდა სტიქიური დინამიურობითა და განსაკუთრებული ვირტუოზულობით. სახელი გაითქვა პეტრე ჩაიკოვსკის, სერგეი რახმანინოვის, სერგეი პროკოფიევის კონცერტების, ფერენც ლისტის ნაწარმოებებისა და მისი ვირტუოზული ტრანსკრიფციების შესრულებით. მიღებული აქვს გრემის 24 ჯილდო. ვლადიმირ ჰოროვიცი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტია.
ვლადიმირ ჰოროვიცი | |
---|---|
![]() ვლადიმირ ჰოროვიცი | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 18 სექტემბერი/1 ოქტომბერი 1903 |
დაბ. ადგილი | კიევი |
გარდ. თარიღი | 5 ნოემბერი 1989 |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი[1] |
დასაფლავებულია | მილანის მონუმენტური სასაფლაო |
საქმიანობა | პიანისტი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
ჯილდოები | ხელოვნების ეროვნული მედალი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, Great Cross with Star and Sash of the Order of Merit of the Federal Republic of Germany, გრემის ჯილდო ცხოვრებისეული დამსახურებისთვის, სამეფო ფილარმონიული საზოგადოების ოქროს მედალი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, გრემის ჯილდო, Order of Merit of the Italian Republic და ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში |
ხელმოწერა |
![]() |
ვლადიმირ ჰოროვიცი ვიკისაწყობში |
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ვლადიმირ ჰოროვიცი (ინგლისური)
- ვლადიმირ ჰოროვიცის საიტი დაარქივებული 2010-08-20 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ვლადიმირ ჰოროვიცი — ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- ვლადიმირ ჰოროვიცის ბიოგრაფია დაარქივებული 2014-04-08 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
სქოლიორედაქტირება
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118892509 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.