მიშა ფეიქრიშვილი (დ. 2 აგვისტო, 1981) — ქართველი ჟურნალისტი.

მიშა ფეიქრიშვილი
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1981 (1981-08-02) (43 წლის)
საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ჟურნალისტი

2003 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

2003–2007 წლებში იყო „რადიო იმედის“ რეპორტიორი. 2004-2005 წლებში სწავლობდა პოლიტიკური სწავლების სკოლაში. 2007-2012 წლებში იყო „რადიო იმედის“ პოლიტიკური თოქ-შოუ „ყველა კითხვა მიშა ფეიქრიშვილთან ერთად“ ავტორი და წამყვანი. 2012-2015 წლებში ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ რეპორტიორი. 2015-2017 წლებში იყო ტელეკომპანია GDS-ის ჟურნალისტი. 2017-2018 წლებში — საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ რეპორტიორი.

2018-2019 წლებში იყო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. 2019-2021 წლებში — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი. 2021 წლიდან დღემდე — საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი. [წყარო არ არის მითითებული 1289 დღე]

2012 წელს, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა „ოქროს ფრთა“, დააჯილდოვა საუკეთესო პოლიტიკური თოქშოუსთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება