GDS TV

(გადამისამართდა გვერდიდან GDS)

GDS TV — ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 2012 წელს, პირველად ეთერში კი იმავე წლის ნოემბრის ბოლოს გავიდა. მისი დამფუძნებელია ბერა ივანიშვილი. სახელი GDS აბრევიატურაა, — Georgian Dream Studios. ტელეკომპანიის გადაცემები უმეტესად გათვლილია ახალგაზრდებზე.

ლოგო

GDS TV გასართობ-შემეცნებით-მუსიკალური ტელევიზია იყო, მაგრამ 2015 წლის 4 მარტიდან შეიცვალა ფორმატი და საერთო მაუწყებლობაზე გადავიდა, რის შემდეგაც არხის საეთერო ბადეს დაემატა რამდენიმე პოლიტიკური გადაცემა.

2015 წლის ახალი სეზონიდან GDS-მა სრულიად შეიცვალა ტაქტიკა და გახდა ქართულ სერიალებზე ორიენტირებული ტელევიზია.

2016 წლის ბოლოს GDS შეისყიდა „იმედის“ მფლობელმა კომპანია ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა[1] და გაერთიანდა მედია ჰოლდინგში: იმედი, მაესტრო, GDS.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. იმედმა GDS-ის 100–პროცენტიანი წილი იყიდა. On.ge. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=GDS_TV&oldid=4726459“-დან