არქიმანდრიტი მიქაელი (კასრაძე) (ერისკაცობაში რომან კასრაძე; დ. 12 სექტემბერი,1927, ცხინვალი — გ. 10 სექტემბერი, 2015) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე — არქიმანდრიტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

არქიმანდრიტი მიქაელი დაიბადა 1927 წლის 12 სექტემბერს ქალაქ ცხინვალში. სკოლის დამთავრების შემდეგ რუსთავში ჩამოვიდა სწავლის გასაგრძელებლად. დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 1980 წლიდან ეკლესიის მრევლია. 1983 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში მედავითნედ დაინიშნა. 1985 წლის 15 თებერვალს მანგლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მანგლელმა მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა (იორამაშვილი) დიაკვნად აკურთხა და სახელად რომანოზი უწოდა. 1986 წლის 7 იანვარს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი და ცხინვალის „ზღუდრის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1990 წლის 13 მაისს წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია აკურთხა, მის წინამძღვრად მამა რომანოზი დაადგინა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. 1990 წლის დეკემბერში რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს. 1993 წლის 21 ნოემბერს ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა [იობი (მეუფე)|იობმა (აქიაშვილი][მკვდარი ბმული]) ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა და სახელად მიქაელი უწოდა. ამავე დღეს იღუმენის წოდება მიენიჭა და აღნიშნული მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1995 წლის ნოემბრიდან რუსთავის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1996 წლის 24 ივნისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. ასევე არქიმანდრიტი მიქაელი (კასრაძე) წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურიც იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება