მიურიცის ეროვნული პარკი

მიურიცის ეროვნული პარკი (გერმ. Müritz-Nationalpark) — ეროვნული პარკი გერმანიაში, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის სამხრეთში, ბერლინსა და როსტოკს შორის. იშლება მიურიცის ტბის ნაპირთან.

მიურიცის ეროვნული პარკი

Müritz-Nationalpark

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა გერმანიის დროშა გერმანია
კოორდინატები 53°26′ ჩ. გ. 12°50′ ა. გ. / 53.433° ჩ. გ. 12.833° ა. გ. / 53.433; 12.833
ფართობი 318 კმ²
დაარსდა 1990

პარკი 1990 წელს შეიქმნა და მისი ფართობი 318 კმ²-ია. ქალაქ ვარენის სიახლოვეს, მიურიცზეუმში, ვიზიტორებს შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ ეროვნულ პარკზე.

გეოგრაფია

რედაქტირება

ეროვნული პარკი ორ განცალკევებულ ნაწილად იყოფა — მიურცად და სერაჰნად.[1] პირველი, უფრო დიდი ნაწილი იშლება მიურიცის ტბის აღმოსავლეთ ნაპირიდან ქალაქ ნოიშტერლიცამდე. მეორე, უფრო პატარა ნაწილი ნოიშტერლიცის აღმოსავლეთით მდებარეობს. ლანდშაფტისათვის დამახასიათებელია დაბოლოებული მორენები, გადარეცხილი ვაკეები და დაბლობები. ტერიტორიის 65 % ტყითაა დაფარული, 12 % ტბებით, დარჩენილი ნაწილი კი ჭაობებსა და ტბორებს უჭირავს.

მიურცის ტბის ფართობი 118 კმ²-ია, ეროვნული პარკის ნაწილი მისი მხოლოდ აღმოსავლეთი ნაპირია.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ეროვნულ პარკში გავრცელებულ ცხოველთა შორისაა კეთილშობილი ირემი, წერო, თეთრკუდა არწივი და ეგრეტი და ა. შ.

შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული პარკის ბუნება დაუზიანებელია. მრავლადაა გავრცელებული ღვია (Juniperus).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. (german)[1] დაარქივებული 2012-02-26 საიტზე Wayback Machine.