მიუონი
მიუონი,[1] μ-მეზონი — ლეპტონების ჯგუფის არასტაბილური ელემენტარული ნაწილაკი, რომლებიც არ მონაწილეობს ელემენტარული ნაწილაკების ძლიერ ურთიერთქმედებაში. მისი მასა მეგევ (რაც ~207-ჯერ მეტია ელექტრონის მასაზე), სპინი – 1/2, სიცოცხლის ხანგრძლივობა – ×10−6 წმ. არსებობს დადებითად დამუხტული ( 2.2) და უარყოფითად დამუხტული () მიუონები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ნაწილაკს და ანტინაწილაკს წარმოადგენენ.
ინგლ. Muon | |
---|---|
შემადგენლობა | ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი |
ოჯახი | ფერმიონი |
ჯგუფი | ლეპტონი |
თაობა | მეორე |
მონაწილეობს ურთიერთქმედებებში | სუსტი, ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული |
სიმბოლო | μ- |
ანტინაწილაკი | ანტიმიუონი (μ+) |
აღმოჩენილია | კ. ანდერსონი და ს. ნედრემაიერი (1936) |
მასა |
531627(42)×10−28 კგ 1.883 3755(23) მევ/c² 105.658 |
დაშლის პერიოდი | 9811(22)×10−6 წამ 2.196 |
მუხტი | |
მუხტის ფერადობა | არ გააჩნია |
სპინი | |
სუსტი იზოსპინი | LH: , RH: 0 |
სუსტი ჰიპერმუხტი | LH: , RH: |
1936 წელს მიუონები აღმოაჩინეს კოსმოსურ სხივებში ამერიკელმა ფიზიკოსებმა კ. ანდერსონმა და ს. ნედრემაიერმა. ზღვის დონეზე მიუონები შეადგენენ კოსმოსური გამოსხივების დამუხტული ნაწილაკების 2/3. კოსმოსური სხივების ნაკადში მიუონების ძრითადი ნაწილი წარმოიშობა პიონების დაშლის შედეგად . ხელოვნურად მიუონი მიიღება ამჩქარებლებში სამიზნეების ატომბირთვების პროტონებით დაბომბვის დროს. ამ პროცესში პირველ ეტაპზე წარმოიშობა პი- და კა-მეზონები, ხოლო შემდგომ ეტაპზე მათი დაშლის შედეგად, რაც გამოწვეულია სუსტი ურთიერთქმედებით — მიუონები; იმავე სუსტი ურთიერთქმედების გამო თვით მიუონიც იშლება () თავისუფალი მიუონის სიცოცხლის ხანგრძლივობა ×10−6 წმ. უარყოფითი მიუონის სიცოცხლის ხანგრძლივობა ნივთიერებაში უფრო ნაკლებია, ვინაიდან ამ შემთხვევაში მიუონის გაქრობა მათ დაშლასთან ერთად გამოწვეულია აგრეთვე მათი ჩატაცებით ნივთიერების დადებითად დამუხტული ატომბირთვების მიერ სუსტი რეაქციის შედეგად: 2.2 ( პროტონია, — ნეიტრონი).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩქარეული ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 22.