მისტერ არავინ (ფილმი)

მისტერ არავინ (ინგლ. Mr. Nobody) — ბელგიელი რეჟისორის ჟაკო ვან დორმალის 2009 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური კინოდრამა. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ჯარედ ლეტო, დიანე კრუგერი და სხვ. ფილმის მთავარი გმირია სახელად მისტერ არავინ, რომლის ისტორიაზეა აგებული ფილმის სიუჟეტი. გარდა ამისა, განხილულია მისი ცხოვრების სხვადასხვა ვარიანტები.

„მისტერ არავინ
Mr. Nobody“

ფილმის პოსტერი
ჟანრი დრამა
ფანტასტიკა
მელოდრამა
რეჟისორი ჟაკო ვან დორმალი
პროდიუსერი ფილიპ გოდო
სცენარის ავტორი ჟაკო ვან დორმალი
როლებში ჯარედ ლეტო
დიანე კრუგერი და სხვ.
კომპოზიტორი პიერ ვან დორმალი
ოპერატორი კრისტოფ ბოკარნი
სტუდია Pan Européenne
გამოსვლის თარიღი 2009
ხანგრძლივობა 138 წთ. (თეატრალური ვერსია)
141 წთ. (რეჟისორული ვერსია)
157 წთ. (გაფართოებული ვერსია)
ქვეყანა დროშა: კანადა კანადა
დროშა: ბელგია ბელგია
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
დროშა: გერმანია გერმანია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი €37 მილიონი (US$58 მილიონი)

ფილმი ხისებრი სტრუქტურისაა. მთავარი გმირის დაბადებასთან ერთად მაყურებელი ხედავს მისი ცხოვრების ყველა შესაძლო ვარიანტს, რომელიც ჩვეულებრივ ქმნის რამდენიმე განტოტებას.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
 
რეჟისორი: ჟაკო ვან დორმალი; მსახიობები: სარა პოლი, ჯარედ ლეტო, ფან ლინ დამი, დიანე კრუგერი. ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი

2092 წელი. კაცობრიობამ იმდენს მიაღწია, რომ ადამიანებმა სიცოცხლის გახანგრძლივება სამუდამოდ შეძლეს. მისტერ არავინ 118 წლის მოხუცია, რომელიც არის დედამიწაზე მცხოვრები უკანასკნელი მოკვდავი ადამიანი. ამასთანავე იგი უკანასკნელია, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით უნდა დაიღუპოს, ამიტომ იგი ხდება რეალიტი-შოუს ობიექტი და ტრანსლირდება მთელ უკვდავ სამყაროში. მისტერ არავინ ამბობს, რომ მას თავისი წარსულის შესახებ არაფერი არ ახსოვს. იგი ყვება ნემოს ცხოვრების ისტორიას. რეალურად იგი თავის განვლილი ცხოვრების შესახებ მოუყვება ფსიქიატრს და ახალგაზრდა ჟურნალისტს. ფსიქიატრი, რომელთანაც იგი სეანსს გადის, ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით გაახსენოს მას მისი წარსული, ამისათვის ფსიქიატრი მას დააჰიპნოზებს. ნელ-ნელა მოხუცი გაიხსენებს თავისი განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებს. თავისი სხვა მოგონებების შესახებ „მისტერ არავინ“ მოუყვება ჟურნალისტს. ფილმი ბევრ შეკითხვას სვამს, თუმცა შეკითხვებზე პასუხს არ სცემს.

დაბადება

რედაქტირება

მთავარი გმირის მონაყოლი იმით იწყება, რომ ბავშვებს დაბადებამდე ყველაფერი ახსოვთ, კერძოდ ის თუ რა ელოდებათ მათ მომავალში, თუმცა დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ანგელოზები პატარების ტუჩებს ხელის თითით ეხებიან და მათ ყველაფერი ავიწყდებათ. ხოლო ტუჩების არეში მათ უჩნდებათ პატარა კვალი. ანგელოზებმა ნემო გამოტოვეს. შემდეგ პატარებმა უნდა აირჩიონ დედ-მამა. აღნიშნული იდეა გამოთქვა ფრანგმა მწერალმა ბერნარდ ვერბერმა თავის შრომაში „ანგელოზების იმპერია“, რომლის ნააზრევი ჩანს ფილმის სიუჟეტში.

პატარა ნემომ უნდა გააკეთოს არჩევანი ვისთან დარჩეს: დედასთან თუ მამასთან. სცენა ვითარდება სადგურზე. დედამისი მატარებელს გაყვება, ხოლო მამამისი ბაქანზე რჩება. ერთ შემთხვევაში ნემო დედას გაეკიდება და მიასწრებს მატარებელს; მეორე შემთხვევაში ნემო მამასთან რჩება.

ცხოვრება დედასთან

რედაქტირება

ნემო დედასთან და მის ახალ მეგობარ მამაკაცთან ერთად რჩება. ისინი ერთ ოჯახში ცხოვრობენ. ნემო გამომწვევად იქცევა, საუბრობს იმის შესახებ, რომ მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია. ურთიერთობა ვერა და ვერ ააწყო მამინაცვალ ჰარისთან. ამასობაში იგი გაიცნობს ჰარის შვილს, სახელად ანას, რომელთან ერთადაც იგი პლაჟზე ზის, სულ მალე ანა მიდის მასთან და თავის მეგობრებთან ერთად წყალში შესვლას სთხოვს. ერთ შემთხვევაში ნემო უპასუხებს: „ისინი სულელები არიან, მე სულელებთან არ ვბანაობ“. ნემო ამ სიტყვებს მთელი ცხოვრება ინანებს. ვერა და ვერ გებულობს თუ რატომ უპასუხა ასე უხეშად ანას. მრავალი წლის შემდეგ ნემო სადგურზე ანას შემთხვევით შეხვდება. სიუჟეტის მეორე ვარიანტში პლაჟზე ნემო ანას ეუბნება, რომ მან ცურვა არ იცის. ისინი პლაჟზე ერთად რჩებიან. მოგვიანებით ანა ნემოს პირველი სიყვარული გახდება. თავს ბედნიერად გრძნობენ, მანამ სანამ მათი მშობლები ერთმანეთს არ გაეყრებიან. ანას მამასთან ერთად ნიუ-იორკში მოუწევს გამგზავრება.

ცხოვრება მამასთან

რედაქტირება

ნემო მამასთან რჩება, რომელიც შემდგომ ინვალიდი გახდება. იგი ზრუნავს მამამისზე, ხდება ჩაკეტილი, უკარება. მუშაობს მაღაზიაში, ხოლო თავისუფალ დროს სახლში ატარებს თავის საყვარელ საწერ მანქანასთან ერთად. წერს ფანტასტიკურ ისტორიას, რომელიც ეძღვნება მარსზე მოგზაურობას. ერთხელაც იგი სკოლის დისკოტეკაზე შეხვდება ახალგაზრდა ელიზას, რომელიც ძლიერ შეუყვარდება. რამდენიმე დღის შემდეგ ნემო ელიზასთან სახლში გაეშურება.

პარალიჩი

რედაქტირება

ელიზას სახლის წინ ნემო დაინახავს მის 22 წლის შეყვარებულ ბიჭს. იმედგაცრუებული ნემო შორეულ გზაში მოტოციკლით გაემგზავრება და გზაზე მოცურდება, საავადმყოფოში აღმოჩნდება სერიოზული დაზიანებებით (პარალიჩის მდგომარეობით). გრძნობს სუნს, ხმებსა და სითბოს, დახუჭული ქუთუთოების მიღმა შუქს ხედავს. არსებობს მინიშნება მისი მშობლების შესაძლო შერიგებისა, რომლებიც ნემოს სანახავად მიდიან საავადმყოფოში. ნემო ცდილობს გაიხსენოს თითების მოძრაობა კლავიატურაზე. საბოლოო სცენაში იგი შეძლებს და აამოძრავებს ხელის თითებს.

ცხოვრება ელიზასთან

რედაქტირება

ფილმის სხვა სიუჟეტში ნემო ელიზას მისი სახლის წინ ესაუბრება. ნემო სიყვარულში გამოტყდება, თუმცა ელიზა მას ეუბნება, რომ მას სხვა ადამიანი უყვარს, სახელად სტეფანო. ნემო ჯიუტად აგრძელებს სიყვარულის ახსნას და საბოლოოდ დაარწმუნებს მას ერთად ყოფნისკენ. მოგვიანებით წყვილი დაქორწინდება. შემდგომი სიუჟეტური ხაზის ერთ ვერსიაში, ელიზა იღუპება საგზაო შემთხვევის დროს. ნემო ინახავს მეუღლის ნეშტს, იგი აპირებს ნეშტის გაფანტვას პლანეტა მარსზე. ამის შემდეგ, ნემო, უკვე მარსზე ყოფნისას შეხვდება ანას, თუმცა კოსმოსური ხომალდი მეტეორიტებთან შეჯახების გამო აფეთქდება.

სიუჟეტის ხაზის სხვა ვერსიაში ნემო და ელიზა დაქორწინდებიან და გააგრძელებენ ერთად ცხოვრებას. ეყოლებათ 3 შვილი. თავს ბედნიერად არ გრძნობენ, რადგან ელიზა მძიმე დეპრესიაში იმყოფება. მისი თქმით, მისი გული სხვას ეკუთვნის. ამიტომ ელიზა ნემოს მიატოვებს.

ცხოვრება ჯინთან

რედაქტირება

როდესაც ნემო ელიზას სიყვარულს აუხსნის იგი იმედგაცრუებული რჩება, რადგან ელიზას სხვა ადამიანი უყვარს. დათრგუნებული ნემო სახლში მიდის, მამამისს ეტყვის, რომ ცოლის მოყვანას აპირებს. ნემო მამას ეუბნება: „ჩემი მეუღლე გახდება ის, ვინც პირველი მეცეკვება“. პირველი ვინც ნემოს ეცეკვება აღმოჩნდება გოგონა სახელად ჯინი. გარკვეული დროის შემდეგ ისინი დაქორწინდებიან. თუმცა ნემო თავს ბედნიერად არ გრძნობს. დენიელ ჯონსად შენიღბული ნემო სასტუმროს ნომერში ხვდება, სადაც მას შეცდომით კლავენ. მოგვიანებით ტყეში დამარხავენ.

არ დაბადებულა

რედაქტირება

სიუჟეტის სხვა ხაზში ნემო იმყოფება უცნაურ სამყაროში, სადაც ადამიანები მოძრაობენ ნახაზებიანი ტანისამოსით. მინიშნებების შედეგად, ნემო მოხვდება ძველ, მიტოვებულ სახლში, სადაც ნახავს ვიდეო დისკს. ჩართვის შედეგად ეკრანზე გამოჩნდება 118 წლის მისტერ არავინ, ნემო, რომელიც რეალურად თავისივე თავს, ოღონდ ახალგზარდობაში ეუბნება, რომ იგი (ამ შემთხვევაში ნემო) არ არსებობს. შესაძლო მიზეზი შეიძლება ყოფილიყო: მშობლებმა ვერ გაიცნეს ერთმანეთი, ან მამამისი იღუპება ბავშვობაში თოვლზე სრიალისას, ან მისი მშობლების ქორწინებისას ნაყოფი არ ჩიასახა, ან მისი წინაპაირი იქნა მოკლული.

დასასრული

რედაქტირება

სიკვდილის წინ მისტერ არავინ ჟურნალისტს ეუბნება, რომ ისინი სინამდვილეში არ არსებობენ, რომ ისინი ნემოს ბავშვობის აღქმის ქვეშ არიან, იქ, სადაც ნემომ არჩევანი უნდა გააკეთოს რკინიგზის სადგურზე. აქ ნემო მესამე გზას აირჩევს და მისდევს მშობლებისგან შორ, პერპენდიკულარულ გზას. „პეპლის ეფექტზე“ დაფუძნებული წინასწარმეტყველების პროგნოზირებისა და ხედვის ხარჯზე იგი გაემგზავრება მოვლენათა ჯაჭვში, რომელიც მას მიიყვანს უკვე უფროს ასაკში მყოფ ნემოსა და ანას ხელახლა „გაერთიანებისაკენ“. შუქურასთან ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და დიდი სიყვარულით ეხვევიან ერთმანეთს. იმავე მომენტში მისტერ არავინ სიბერისგან აღარ კვდება, რამეთუ დრო საწინააღმდეგოდ დაიწყებს სვლას.

სამსახიობო შემადგენლობა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება