მირიამ როტშილდი
დამა მირიამ ლუიზა როტშილდი სსწ (5 აგვისტო, 1908 — 20 იანვარი, 2005[3]) — ბრიტანელი ბუნებისმეტყველი და ზოოლოგიის, ენტომოლოგიისა და ბოტანიკის სფეროში არაერთი ნაშრომის ავტორი.
მირიამ ლუიზა როტშილდი | |
---|---|
Miriam Louisa Rothschild | |
მირიამ ლუიზა როტშილდი | |
დაბ. თარიღი | 5 აგვისტო, 1908 |
დაბ. ადგილი |
ეშტონი, ნორტჰემპტონშირი ინგლისი |
გარდ. თარიღი | 20 იანვარი, 2005 |
გარდ. ადგილი |
ანდელი ნორთჰემპტონშირი |
მოქალაქეობა | ბრიტანელი |
საქმიანობა | ბიოლოგი, ზოოლოგი, ენტომოლოგი და ბოტანიკოსი |
ალმა-მატერი | ლონდონის სამეფო კოლეჯი და ჰოლოუეის სამეფო კოლეჯი |
მეუღლე | George Lane[1] |
მამა | Charles Rothschild[2] [1] |
დედა | Rózsika Rothschild[2] [1] |
შვილ(ებ)ი | Mary Rozsiska Lane[2] [1] , Charles Daniel Lane[2] [1] , Charlotte Theresa Lane[2] [1] და Johanna Miriam Lane[2] [1] |
ჯილდოები | ჰ. ჰ. ბლუმერის ჯილდო (1968) |
ცნობილია როგორც | რწყილების მკვლევარი |
სამეცნიერო სფერო | ენტომოლოგია, ბოტანიკა |
ადრეული წლები
რედაქტირებამირიამ როტშილდი დაიბადა 1908 წელს, ეშტონში, ანდელის მახლობლად, ებრაელი ბანკირის, ჩარლზ როტშილდისა და ავსტრიულ-ებრაული წარმოშობის უნგრელი სპორტსმენის, როსიკა ედლი როტშილდის (ქალიშვილობის გვარი ფონ ვერტაიმშტაინი) ოჯახში. მისი ძმა ვიქტორ როტშილდი (მესამე ბარონი როტშილდი) და ერთ-ერთი და პანონიკა დე კოენინგსვარტერი შემდეგში ბიბოპის ენთუზიასტები და თელონიუს მონკისა და ჩარლზ პარკერის მფარველები გახდნენ.
მამისმა რწყილების 500-მდე სახეობა აღწერა, ხოლო ბიძამისმა, ლაიონელ უოლტერ როტშილდმა თრინში ბუნების ისტორიის კერძო მუზეუმი ააგო. 4 წლის ასაკში ჭიამაიასებრთა და მულუხოების შეგროვება დაიწყო და მოთვინიერებულ მწყერთან ერთად ეძინა. მირიამის ექვსი წლის თავზე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, როდესაც როტშილდების ოჯახი ავსტრია-უნგრეთში ისვენებდა. ოჯახი დასავლეთისკენ მიმავალ პირველივე მატარებელს გაჰყვა, თანხა არ ეყოთ და ერთ-ერთი უნგრელი მგზავრისგან ისესხეს, რომელმაც აღნიშნა: „ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საამაყო წამია. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ როტშილდები ოდესმე თანხის სასესხებლად მომმართავდნენ“. 15 წლის ასაკში მირიამის მამა გარდაიცვალა და გოგონა ბიძამის დაუახლოვდა. 17 წლამდე იგი სახლში იღებდა განათლებას, შემდეგ კი სკოლაში დაიწყო სიარული. მირიამ როტშილდი დღისით ბედფორდის კოლეჯში ლიტერატურის, ხოლო საღამოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჩელსის კოლეჯში ზოოლოგიის ლექციებს ესწრებოდა.
1930-1940-იანი წლები
რედაქტირება1930-იან წლებში მირიამ როტშილდი პლიმუთის საზღვაო ბიოლოგიურ სადგურში მოლუსკებსა და დიგენეზურ მწოველებს შეისწავლიდა. მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრის გამო, მას არასდროს უცდია გრანტის ან დაფინანსების მიღება. ამის და ფორმალური განათლების ნაკლებობის გამო, იგი ყოველთვის „მოყვარულად“ იწოდებოდა.
მეორე მსოფლიო ომამდე ის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მოუწოდებდა ნაცისტური გერმანიიდან გერმანელი ებრაელები ლტოლვილებად მიეღო. ომის დროს იგი ბლეტჩლის პარკში მუშაობდა კრიპტოანალისტად მუშაობდა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1943 წელს მირიამ როტშილდი კაპიტან ჯორჯ ჰენრი ლეინზე დაქორწინდა, უნგრელ ებრაელზე, რომლის გვარიც უსაფრთხოების მიზნით ლანიდან ლეინით შეიცვალა. მათ 7 შვილი ეყოლათ რომელთაგანს სამი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. წყვილი 1957 წელს განქორწინდა, ხოლო ლეინნმა 1963 წელს ხელახლა იქორწინა სერ ლაიონელ ჰილდის ქალიშვილ ელიზაბეთ ჰილდიზე.
შიზოფრენიის კვლევის ფონდი
რედაქტირება1962 წელს როტშილდმა „შიზოფრენიის კვლევის ფონდი“ დააფინანსა, როგორც დამოუკიდებელი რეგისტრირებული საქველმოქმედო ფონდი „მენტალურ დაავადებათა ყველა ფორმის, განსაკუთრებით შიზოფრენიის უკეთ გასაგებად, პრევენციის, მკურნალობისა და განკურნებისთვის“. 2006 წლის მარტში, როტშილდის გარდაცვალების შემდეგ ფონდს „მირიამ როტშილდის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ ეწოდა.
მეცნიერება და ენტომოლოგია
რედაქტირებაროტშილდი ცნობილია რწყილების კვლევით. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მათი ხტომის მექანიზმი შეისწავლა. ასევე, როტშილდი სწავლობდა რწყილების რეპროდუქციულ ციკლს და ამასთან დაკავშირებით, კურდღლებში, როგორც მასპინძლებში ჰორმონალურ ცვლილებებს. დიდი წარმატება ხვდა წილად მის საბუნებისმეტყველო წიგნს პარაზიტიზმის შესახებ (რწყილები, დიგეეზური მწოველები და გუგულები). სათაური შეიძლება შემდეგნაირად აიხსნას: გარე პარაზიტები (მაგ: რწყილები), შიდა პარაზიტები (დიგენეზური მწოველები) და სხვები (გუგულები). როტშილდის კოლექცია (რომელიც ჩარლზ როტშილდმა აღმოაჩინა) ამჟამად ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმშია დაცული. მუზეუმში დაცულია ჯორჯ ჰენრი ევანზ ჰოპკინსთან ერთად შექმნილი კოლექციის კატალოგიც.
1960-იან წლებში როტშილდი ოქსფორდის გენეტიკური სკოლის წევრი იყო, სადაც იგი ედმუნდ ბრისკო ფორდს შეხვდა. იგი ერთ-ერთი იყო იმ ქალთა შორის, რომელთა მიმართაც ფორდი დადებითად იყო განწყობილი და ფორდის მხარდასაჭერად ის ჰომოსექსუალობის ლეგალიზებისთვისაც იბრძოდა.
მირიამ როტშილდს ეკუთვნის წიგნები მამამისისა (როტშილდთა მემკვიდრეობა - დრო და ბუნების მსხვევადობა) და ბიძამისის (ძვირფასი ლორდი როტშილდი) შესახებ. ენტომოლოგიის, ზოოლოგიისა და სხვა სფეროებში დაწერილი აქვს 350-მდე ნაშრომი.
ჯილდოები და წოდებები
რედაქტირება1968 წელს მირიამ როტშილდს ჰ. ჰ. ბლუმერის ჯილდო გადაეცა. 1973 წელს იგი ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემმიის უცხოელ საპატიო წევრად აირჩიეს. 1985 წელს როტშილდი ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს, ხოლო 2000 წელს დამის (DAME) წოდება მიენიჭა. იყო რვა უნივერსიტეტის, მათ შორის ოქსფორდისა და კემბრიჯის საპატიო დოქტორანტი. 1985 წელს ოქსფორდში წაიკითხა თავისუფალი საჯარო ლექცია ცხოველები და ადამიანი.
1986 წელს დაარსდა ჯონ გალვეი ფოსტერის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდი, რომლის სახელწოდებაც 2006 წელს მირიამ როტშილდისა და ჯონ ფოსტერის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდად გადაკეთდა.
შრომები
რედაქტირებაწიგნები
რედაქტირება- Rothschild, Miriam and Clay, Theresa (1953) Fleas, Flukes and Cuckoos: a study of bird parasites. The New Naturalist series. London: Collins
- Rothschild, Miriam (1983) Dear Lord Rothschild: birds, butterflies and history. London: Hutchinson (ISBN 0-86689-019-X)
- Rothschild, Miriam and Farrell, Clive (1985) The Butterfly Gardener. London: Michael Joseph
- Rothschild, Miriam (1986) Animals and Man: the Romanes lecture for 1984–5 delivered in Oxford on 5 February 1985. Oxford: Clarendon Press
- Rothschild, Miriam et al. (1986) Colour Atlas of Insect Tissues via the Flea. London: Wolfe
- Rothschild, Miriam (1991) Butterfly Cooing Like a Dove. London: Doubleday
- Stebbing-Allen, George; Woodcock, Martin; Lings, Stephen and Rothschild, Miriam (1994) A Diversity of Birds: a personal voyage of discovery. London: Headstart (ISBN 1-85944-000-2)
- Rothschild, Miriam and Marren, Peter (1997) Rothschild's Reserves: time & fragile nature. London: Harley (ISBN 0-946589-62-3)
- Rothschild, Miriam; Garton, Kate; De Rothschild, Lionel & Lawson, Andrew (1997) The Rothschild Gardens: a family tribute to nature. London: Abrams
- Van Emden, Helmut F. and Rothschild, Miriam (eds.) (2004) Insect and Bird Interactions Andover, Hampshire: Intercept (ISBN 1-898298-92-0)
ნაშრომები
რედაქტირება- Rothschild, M. (1936) Gigantism and variation in Peringia ulvae Pennant 1777, caused by infection with larval trematodes. Journal of the Marine Biological Association of the United Kingdom 20, 537–46
- Rothschild, M. (1938)a. Further observations on the effect of trematode parasites on Peringia ulvae (Pennant) 1777. Novavit Zool. 41, 84–102
- Rothschild, M. (1938)b. Observations on the growth and trematode infections of Peringia ulvae (Pennant) 1777 in a pool in the Tamar saltings, Plymouth. Parasitology, 33(4), 406–415. doi:10.1017/S0031182000024616
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Kindred Britain
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Lundy D. R. The Peerage
- ↑ van Emden, Helmut F.; Gurdon, John (1 December 2006). „Dame Miriam Louisa Rothschild. 5 August 1908 — 20 January 2005: Elected FRS 1985“. Biographical Memoirs of Fellows of the Royal Society (ინგლისური). 52: 315–330. doi:10.1098/rsbm.2006.0022.