ჭიამაიასებრნი
ჭიამაიასებრნი (ლათ. Coccinellidae) — ხოჭოების ოჯახი. აქვთ ამობურცული, მომრგვალო ან ოვალური სხეული, ზურგზე, ღია ფონზე შავი ლაქები აყრიათ, იშვიათად — პირუკუ. კაშკაშა გამაფრთხილებელი შეფერილობა მტრისაგან თავდაცვის საშუალებას აძლევთ. მათი სხეულის სიგრძე 4-7 მმ აღწევს. ხოჭოები და მატლები მტაცებლები არიან. იკვებებიან ბუგრებით, ცრუფარიანებით და სხვა პატარა მწერებით, ზოგი — მცენარეებით. ოჯახში 2000-მდე სახეობაა, გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. მტაცებელი სახეობები სასარგებლოა, ზოგი მცენარეჭამია კი — მავნებელი. მტაცებელ ჭიამაიასებრნს იყენებენ ცრუფარიანების წინააღმდეგ. ავსტრალიიდან აფხაზეთში შემოყვანილმა როდოლიამ და კრიპტოლემუსმა შეაფერხეს ციტრუსების საშიში მავნებლების — ღარიანი და ფქვილისებრი ცრუფარიანას გამრავლება. ყოფილ სსრკ-ში ბუგრებთან საბრძოლველად ჭიამაიასებრთა ადგილობრივ სახეობებსაც იყენებენ.
ჭიამაიასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Coccinella septempunctata | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Coccinellidae | ||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური)Ladybugs of North America — diagnostic photographs
- (ინგლისური)Multicolored Asian ladybug Harmonia axyridis male and female specimens photos დაარქივებული 2013-01-02 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური)Biological control: Predators: Lady beetles
- (ინგლისური)BBC Science & Nature: 7-spotted ladybird დაარქივებული 2007-03-23 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური)Harlequin Ladybird survey in the British Isles
- (ინგლისური)Ladybirds page on The Earth Life Web
- (ინგლისური)Unofficial Homepage to the Asian ladybird beetle დაარქივებული 2006-07-07 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) General Information on Ladybugs (Asian LadyBeetle) დაარქივებული 2012-11-27 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 396.