მირზა ჰასან ალკადარი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მირზა ჰასან ალკადარი (ლეზ. Хьасан Абдуллагьан хва Алкьвадарви, აზერ. Mirzə Həsən Hacı Abdulla oğlu Əfəndi Əlqədari; დ. 1834 წლის 15 ოქტომბერი, ალახანი, კავკასიის იმამატი - გ. 1910 წლის 12 სექტემბერი, ალკადარი, დაღესტნის ოლქი, რუსეთის იმპერია) — ისლამური წარმოშობის იურისტი (ფაქიჰი, ანუ ისლამური სამართლის ექსპერტი), ისტორიკოსი, პოეტი, განმანათლებელი რევოლუციამდელ დაღესტანში.

მირზა ჰასან ალკადარი
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1834
ალახანი, კავკასიის იმამატი
გარდაცვალების თარიღი 12 სექტემბერი, 1910 (75 წლის)
ალკადარი, დაღესტნის ოლქი, რუსეთის იმპერია
პროფესია ისტორიკოსი, პოეტი, იურისტი
რელიგია სუნიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მირზა ჰასან ალკადარი დაიბადა 1834 წლის 15 ოქტომბერს, სოფელ ბალახანში, რომელიც მდებარეობს თანამედროვე უნცუკულსკის რაიონში.[1][2] მისი მამა აბდულა კურა ხანათის სოფელ ალკადარიდან იყო (ახლანდელი სულეიმან-სტალსკის რაიონი). სოფლის მმართველის ზეწოლის შემდეგ კი სოფელ ბალახანში გადავიდა საცხოვრებლად.

მირზა საკმაოდ განათლებული იყო და კარგად იცოდა გრამატიკა, ლოგიკა, ყურანი, ჰადისი, სიზმრების ინტერპრეტაცია, მათემატიკა და ა.შ. ის სოფელ ახტიში სწავლობდა, სადაც შეისწავლა ცნობილი აღმოსავლური ავტორების ნაშრომები ასტრონომიაზე, როგორიცაა „შარჰ ალ-მულაჰასი“, ასევე ფილოსოფიაზე - „შარჰ ალ-ჰიდაიათი“. ასევე მან შეისწავლა ისლამური იურისპრუდენციის საფუძვლები, ასევე თავისუფლად ფლობდა არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებს, ამასთანავე წერდა აზერბაიჯანულ ენაზეც.[3][4]სკოლის დამთავრების შემდეგ ასწავლიდა არაბულ ენას თავის სოფელში.

მირზა თორმეტი წლის განმავლობაში წერდა წიგნებს და თანამშრომლობდა იმდროინდელ ცნობილ გაზეთებსა და ჟურნალებთან. მას ასევე ჰქონდა მიმოწერა გამოჩენილ მეცნიერებთან, პოეტებთან და რელიგიურ მოღვაწეებთან.

მან მიიღო იუნკრის წოდება 1865 წელს. 1871 წელს იგი გახდა უმცროსი ლეიტენანტი, ხოლო 1874 წელს უფროსი ლეიტენანტი. 1877 წელს დაღესტანსა და ჩეჩნეთში აჯანყების დაწყების შემდეგ მირზა ამ აჯანყებებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს. იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს ქალაქ სპასკში, ტამბოვის გუბერნიაში, 1879 წელს. სპასკში იგი მჭიდრო კავშირი ჰქონდა ადგილობრივ თათარ მუსლიმებთან. მან დეტალურად აღწერა თავისი შთაბეჭდილებები იმ მიწის შესახებ, სადაც ოთხი წლის გატარება მოუწია, წიგნში - „დივან ალ-მამნუნ“.

1883 წელს ის დაბრუნდა სამშობლოში ალექსანდრე III-ის მიერ გამოცხადებული ამნისტიით. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ჰასანმა მშობლიურ სოფელში სკოლა გახსნა. იქ ასწავლიდა კითხვას, წერას, არითმეტიკას, გეოგრაფიას, ასტრონომიას, დაღესტნის ისტორიას.

ის ასევე წერდა სტატიებს ბაქოს გაზეთში - „აკინჩიში“, 1875-1876 წლებში და გაზეთ „ზიაში“, რომელიც გამოდიოდა თბილისში 1879-1880 წლებში.

მირზა ჰასან ალკადარი გარდაიცვალა 1910 წლის 12 სექტემბერს.

ნაშრომები

რედაქტირება

მირზა ჰასან ალკადარმა მრავალი წიგნი დაწერა არაბულ, თურქულ, სპარსულ ენებზე. განსაკუთრებით ცნობილია მისი ისტორიული ქრონიკა Kitāb Āthār-i Dāghistān („ისტორიული ცნობები დაღესტნის შესახებ"), რომელიც მოიცავს დაღესტნის ისტორიას მრავალი საუკუნის განმავლობაში.[5] წიგნის პირველი გამოცემა გამოიცა 1903 წელს ბაქოში აზერბაიჯანულ ენაზე, ხოლო მაჰაჩყალაში 1929 წელს წიგნი გამოიცა რუსულ ენაზე (მთარგმნელი იყო მირზას ვაჟი - ალი ჰასანოვი). მირზამ ასევე დაწერა „ჯირაბ ალ-მამნუნი“ 1910 წელს და გამოაქვეყნა 1912 წელს, რომელშიც მოყვანილია შარიათის (ძირითადად შაფიის იურიდიული სკოლის) ძირითადი დებულებები და სხვა საკითხები ისლამის შესახებ. მან 1913 წელს დაწერა „დივან ალ-მამნუნი" - ლექსების კრებული, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი 1877 წლის მოვლენები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Прозоров С.М. ал-Алкадари // Ислам на территории бывшей Российской империи. Энциклопедический словарь. Выпуск 2. — М.: «Восточная литература» РАН, 1998. — 159 с. — ISBN 5-02-018047-5.
  • Гусейнов Г.И. Гасан Алкадари. — Махачкала: Издательство ООО «Мавел», 2001. — 246 с.
  1. Gould, Rebecca; Shikhaliev, Shamil (2017). „Beyond the "Taqlīd/Ijtihād" Dichotomy: Daghestani Legal Thought under Russian Rule“. Islamic Law and Society. 24 (1/2): 142–169. ISSN 0928-9380.
  2. Abdullayev, Kamran (2017-12-31). „According To Divanu'l-Mamnun Life Of Hasan Al-Qadari, His Scientific Personality And Activities In The Caucasus“. Karadeniz Teknik Üniversitesi İlahiyat Fakültesi Dergisi (KTUİFD) (თურქული). 4 (2): 109–134. ISSN 2148-5011.
  3. Azeri Turkic poem by Hasan al-Alqadari (Daghestan) – Global Literary Theory en-US. ციტირების თარიღი: 2021-06-12
  4. Jahn, Egbert (2008). Nationalism in Late and Post-Communist Europe (en). Nomos, გვ. 308. ISBN 978-3-8329-3969-4. 
  5. Kemper, Michael; Kügelgen, Anke von; Yermakov, Dmitriy (1998). Muslim Culture in Russia and Central Asia from the 18th to the Early 20th Centuries: Inter-regional and inter-ethnic relations (en). Schwarz, გვ. 43–45. ISBN 978-3-87997-269-2.