მირზა გელოვანის ძეგლი
მირზა გელოვანის ძეგლი — მონუმენტი ხელოვნების ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის საშუალო სკოლის ეზოში. გაიხსნა 1964 წელს. გრანიტის პიედესტალზე (სიმაღლე 2 მეტრი) დგას პოეტის მარმარილოს ბიუსტი (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი). სკოლის შენობაზე მიმაგრებულია თეთრი მარმარილოს დაფა წარწერით: „ამ სკოლაში სწავლობდა პოეტი–მეომარი, საქართველოს კომკავშირისა და რუსთაველის პრემიების ლაურეატი მირზა (რეზო) გედეონის ძე გელოვანი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ც., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 364.