საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირი

საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირიკომკავშირის ადგილობრივი ორგანიზაცია საქართველოს სსრ-ში. 1981 წლის 1 იანვარის მონაცემებით მასში ირიცხებოდა 811 532 წევრი. საქართველოს კომკავშირის დამფუძნებლად მიიჩნევა ბორის ძნელაძე. კომკავშირის შემადგენლობაში შექმნილი იყო პიონერული ორგანიზაცია. 1990 წლის მარტში, 34-ე ყრილობაზე საქართველოს კომკავშირმა გამოაცხადა „თვითგამორკვევა“, თუმცა ამან ვერ შეუშალა ხელი მის დაშლას.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 53, ISBN 978-9941-0-5972-8.