მირელა კუმბარო
მირელა კუმბარო ფურჯი (დ. 4 მარტი, 1966 ტირანა) — ალბანელი პოლიტიკოსი ქალი. დაინიშნა ალბანეთის კულტურის მინისტრი 2013 წლიდან.[1][2]
მირელა კუმბარო | |
ალბანეთის პარლამენტის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | სექტემბერი, 2017 |
ალბანეთის კულტურის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 სექტემბერი, 2013 – დღემდე | |
დაბადებული | 4 მარტი, 1966 ტირანა, ალბანეთი |
მოქალაქეობა | ალბანეთი |
ეროვნება | ალბანელი |
პოლიტიკური პარტია | სოციალისტური პარტია |
განათლება | ტირანის უნივერსიტეტი, პარიზის უნივერსიტეტი |
პროფესია | თარჯიმანი |
1988 წელს დაასრულა ტირანას უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი. ეწევა თარჯიმნის, გამომცემლის და საერთაშორისო ექსპერტის საქმიანობას საერთაშორისო კულტურული პროექტებისა და საუნივერსიტეტო კვლევითი პროგრამების სფეროში, რომელთაც ატარებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროკავშირი და ფრანკოფონია.
2012 წლიდან ტირანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2009 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა მეცნიერებათა დოქტორის დისერტაცია თარგმნათმცოდნეობის სფეროში. 1994 წელს პარიზის სორბონის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი თარგმნისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების სფეროში.[3]
2017 წლის არჩევნებში ალბანეთის პარლამენტის მანდატი მოიპოვა გიროკასტრის ოლქიდან.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-11. ციტირების თარიღი: 2014-01-11.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-11. ციტირების თარიღი: 2014-01-11. CIA: Chiefs of State and Cabinet Members of Foreign Governments list. Updated December 6, 2013
- ↑ Mirela Kumbaro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-10. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2017.