ახალი ამბები
2006 წლის მოვლენები:
რედაქტირებაიანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი
საქართველო
რედაქტირებაივნისი
რედაქტირებამაისი
რედაქტირება- 5 მაისი : რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მასიური ფალსიფიცირების მიზეზით ქვეყანაში "ბორჯომის" იმპორტი აკრძალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელის განაცხადებით, რუსეთის აკრძალვა "პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა" საქართველოს მიერ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადების საპასუხოდ.
მარტი
რედაქტირება- 31 მარტი : ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის სამხედრო ბაზების და სხვა სამხედრო ობიექტების საქართველოდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე გაყვანის შესახებ. შეთანხემბის სრული ტექსტი იხ. აქ [1] დაარქივებული 2007-09-26 საიტზე Wayback Machine. .
- 27 მარტი : რუსეთმა საქართველოდან ღვინისა და ღვინო მასალების იმპორტი აკრძალა უხარისხობის ბრალდებით. მოგვიანებით ამ სიას კონიაკი და შუშხუნა ღვინოები მიემატა. თავდაპირველად, გასული წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოდან მცენარეული პროდუქციის იმპორტიც აკრძალა.
თებერვალი
რედაქტირება- 24 თებერვალი: საქართველოში ამოქმედდა არასაბანკო სესხებით განათლების მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებზე გაიცემა არასაბანკო სესხები სწავლის საფასურის დასაფარდ (პირდაპირი დაფარვა). მათ ასევე შეეთავაზებათ შეთავსებით დასაქმების პროგრამები.
იანვარი
რედაქტირება- 9 იანვარი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა 8 იანვარს განაცხადა, რომ ზესტაფონის რაიონში ათობით შინაური ფრინველის დახოცვის მიზეზი ქათმის ჭირი აღმოჩნდა.
"ლაბორატორიულმა ანალიზმა ფრინველის გრიპი არ დაადასტურა. გარწმუნებთ, რომ ამჟამად საქართველოში ფრინველის გრიპის საფრთხე არ არსებობს“, - განუცხადა სვიმონიშვილმა ტელეკომპანია "იმედს".
- 6 იანვარი: საქართველოში ქათმის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
უცხოეთი
რედაქტირება- 19 აპრილი : იტალიის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა რომანო პროდის გამარჯვება იტალიის არჩევნებში, მას შემდეგ რა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ხმების დათვლის პროცესი გააპროტესტა.
გარდაიცვალნენ
რედაქტირებავიკიპედიის სიახლენი
რედაქტირება2005 წლის მოვლენები:
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი
საქართველო
რედაქტირება- 19 დეკემბერი: საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახს მეორე ვაჟი შეეძინა.
პრეზიდენტის განცხადებით, მშობლებმა ბავშვს ნიკოლოზი დაარქვეს.
- 21 ნოემბერი : მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ეროვნულ გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაკრძალეს.
საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ეროვნული გმირის ნეშტი პარიზიდან 75 წლის შემდეგ ჩამოასვენეს სამშობლოში. 20–21 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში ეროვნული გმირის პანაშვიდი გაიმართა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1922-1924 წლებში საქართველოს ანტისაბჭოთა მოძრაობის ლიდერი იყო და იგი საფრანგეთში დევნილობაში გარდაიცვალა.
- 20 ოქტომბერი - ყოფილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ყველაზე მასშტაბური აქციის გამართვა შეძლო, სადაც საზოგადოებას საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება ამცნო.
- 19 ოქტომბერი - თანამდებობიდან განთავისუფლებული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.
- 1 სექტემბერი - ძალაში შევიდა მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც სამეწარმეო სუბიექტების სახელმწიფო რეგისტრაციას განახორციელებს საგადასახადო ინსპექცია.
- 1 სექტემბერი - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგები და აღსაზრდელები აპროტესტებენ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას შენობის ქორეოგრაფიული სასწავლებლისთვის გადაცემის თაობაზე.
უცხოეთი
რედაქტირება- 1 სექტემბერი - ბესლანი, რუსეთი. შესრულდა ბესლანის ტრაგედიის წლისთავი. ტერორისტულმა აქტმა 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათში 150–ზე მეტი ბავშვი იყო.
გარდაიცვალნენ
რედაქტირება
ვიკიპედიის სიახლენი
რედაქტირება- 1 სექტემბერი - ქართულ ვიკიპედიაში სტატიების რიცხვმა 2700-ს მიაღწია.