მილოშ ზემანი (ჩეხ. Miloš Zeman; დ. 28 სექტემბერი 1944, კოლინი, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ჩეხეთის მესამე პრეზიდენტი, ამასთანავე პირველი პრეზიდენტი, რომელიც აირჩიეს საერთო-სახალხო არჩევნების გზით. გაიმარჯვა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თანამდებობა დაიკავა 2013 წლის 8 მარტს.

მილოშ ზემანი
მილოშ ზემანი
ჩეხეთის მე-3 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა8 მარტი, 2013
წინამორბედივაცლავ კლაუსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ივლისი, 1998 – 15 ივლისი, 2002
პრეზიდენტივაცლავ ჰაველი
წინამორბედიიოზეფ ტოშოვსკი
მემკვიდრევლადიმირ შპიდლა

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ივნისი, 1996 – 17 ივლისი, 1998
წინამორბედიმილან უჰდე
მემკვიდრევაცლავ კლაუსი

დაბადებული28 სექტემბერი, 1944 (1944-09-28) (80 წლის)
კოლინი, ჩეხოსლოვაკია
პოლიტიკური პარტიაჩკპ (1968-1970)
სამოქალაქო ფორუმი (1989-1990)
ჩსდპ (1992-2007)
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1944 წელს, კიოლნში.[1] 1968 წლამდე, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის შეჭრამდე, იყო კომუნისტური პარტიის წევრი. 1969 წელს დაამთავრა პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტი. 1990-1992 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი. 1996-1998 წლებში ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე იყო, ხოლო 1998-2002 წლებში კი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი.

2013 წელს ჩეხეთის პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55%-ით დაამარცხა ოპონენტი, კარელ შვარცენბერგი.

პოლიტიკა

რედაქტირება

ზემანი მემარცხენე ორიენტაციისაა. მხარს უჭერს ჩეხეთის მეტად ინტეგრაციას ევროკავშირში განსხვავებით წინა პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსისგან, რომელიც ცნობილი ევროსკეპტიკოსი იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Miloš Zeman cs. novinky.cz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-29. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2013.