მაიკლ ჰოლბრუკ პენიმენი (ინგლ. Michael Holbrook Penniman; დ. 18 აგვისტო, 1983), ფსევდონიმით მიკა — ლიბანური წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი.

მიკა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მაიკლ ჰოლბრუკ პენიმენ უმცრ.
აგრეთვე ცნობილი როგორც მიკა პენიმენი, მიკა
დაბ. თარიღი 18 აგვისტო, 1983 (1983-08-18) (41 წლის)
ბეირუთი, ლიბანი
დაბ. ადგილი ბეირუთი
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა, როკი, პაუერპოპი, პოპ-როკი, გლემ როკი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები
აქტიური 2006–დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Casablanca, Island, Universal Music
საიტი Mikasounds.com
მიკა ვიკისაწყობში

როდესაც დაამთავრა მისი პირველი EP-ის ჩაწერა „Dodgy Holiday“, მან გამოუშვა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი სტუდიური ალბომი, Life in Cartoon Motion 2007 წელს. გაიყიდა 5,6 მილიონი ასლი მსოფლიოს მასშტაბით. ეს დაეხმარა მიკას გამარჯვებულიყო Brit Awards-ის ნომინაციაში — Best British Breakthrough act და ნომინირებულიყო გრემის დაჯილდოებაზე. 2006 ზელს მიკამ წამოიწყო მისი პირველი ტურნე Dodgy Holiday. ორი წლის შემდეგ გამოუშვა მეორე EP „Songs For Sorrow“ რომლის შეზღუდული გამოცემა გაიყიდა მსოფლიოს მასშატაბით. 2009 წელს გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი The Boy Who Knew Too Much. ტურნეს დამთავრების შემდეგ ჩაწერა მისი მესამე ალბომი The Origin of Love. ალბომი გამოიცა 2012 წლის 16 სექტემბერს ბრიტანეთში კი 8 ოქტომბერს.

ადრეული წლები

რედაქტირება

მიკა დაიბადა ბეირუთში, სირიელი-ლიბანელი დედისა და ამერიკელი მამის ოჯახში, მესამე შვილი ხუთშვილიანი ოჯახიდან. როდესაც იგი იყო ერთი წლის ოჯახი იძულებული გახდა გადასულიყო პარიზში ომისგან განადგურებული ლიბანიდან. მისი პირველი საფორტეპიანო ნაწარმოები რომელიც შეასრულა იყო „Les Champs-Élysées“. როდესაც იყო 7 წლის დაწერა პირველი სიმღერა და პიანინოს საშინელ ხმებს „Angry“ დაარქვა. როდესაც იაყო 9 წლის ასაკში ოჯახი გადავიდა ლონდონში. იქ ის სწავლობდა ლიცეუმში the Lycée Français Charles de Gaulle, სადაც იგი იტანდა მძიმე ჩაგვრას. მიკას ასევე ჰქონდა პრობლემები დისლექსიასთან დაკავშირებით, ამიტომ 12 წლის ასაკში მას დედა ასწავლიდა სახლში დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე. ამის შემდეგ ის გადავიდა წმინდა ფილიპის სკოლაში, კენსინგტონში სადაც ის იყო სოლისტი, წმინდა ფილიპის გუნდში. მოგვიანებით გადავიდა ვესტმინსტერის სკოლაში და საბოლოოდ მუსიკის სამეფო კოლეჯში. რომელიც შემდგომში დატოვა რადგან მისი პირველი სტუდიური ალბომი ჩაეწერა. მას ასევე ოდნავ აქვს საკუთარი სახელი შეცვლილი. სახელი Mica — მან ასო „c“ ჩაანაცვლა „k“-თი , რადგან ხალხს ძალიან ხშირად ეშლებოდა ეს.

მიკა მოდის შვიდკაციანი ოჯაიდან (5 შვილი და მშობლები). მას ჰყავს ერთი უმცროსი ძმა და უმცროსი და ორ უფროს დასთან ერთად. მისმა დამ იასმინმა რომელიც არის მხატვარი, შექმნა ილუსტრაციები მისი პირველი ორი ალბომისათვის. მიკას შეუძლია საუბარი ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად და პორტუგალიურად. 2009 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ იგი 9 წლის მანძილზე სწავლობდა ჩინურს მაგრამ არც ისე კარგად იცის. მას ასევე მეტ-ნაკლებად შეუძლია არაბულად ლაპარაკი ლიბანულ დიალექტზე, დედამისის მშობლიურ ენაზე.

როგორც ბავშვი მიკა მომზადებული იყო ალა არდაკოვის მიერ რომელიც იყო რუსი აპროფესიონალი საოპერო მომღერალი. მიკა შემდეგ სწავლობდა ლონდონისსამეფო მუსიკალურ კოლეჯში. მისი სადებიუტო გამოჩენა რადიოში იყო 2006 წლის სექტემბერში. მიკას ვოკალური დიაპაზონი შედგება ხუთი ოქტავისგან.

შემოქმედება

რედაქტირება
 

მიკას პირველი სინგლი „Relax, Take It Easy“ (2006) პირველად ბიბისის რადიოში გავიდა დიდ ბრიტანეთში. Dodgy Holiday EP იყო ხელმისაწვდომი გადმოსაწერად. სიმღერა „Billy Brown“ შესაძლებელი იყო გადმოეწერათ უფასოდ კვირის განმავლობაში iTunes Store-დან. სინგლი 'Overrated' რომელიც 2004 წელს ჩაიწერა გავრცელდა არაოფიციალურად ონლაინ რეჟიმში.

2007 წლის იანვარში გამოკითხვით მიკა იყო „BBC News website’s Sound of 2007“-ის საუკეთესო ადგილზე. მისი სინგლი „Grace Kelly“ გამოშვებულ იქნა უნივერსალ რექორდსის მიერ 8 იანვარს, 2007. სიმღერამ მიაღწია პირველ ადგილს დიდ ბრიტანეთში 2007 წლის 21 იანვარს.

მიკას სადებიუტო ალბომი Life in Cartoon Motion გამოვიდა 5 თებერვალს,2007 წელს და მოაიტანა შედარებები ცნობილ მომღერალებთან როგორიცაა ფრედი მერკური, რობი უილიამსი, ელტონ ჯონი და დევიდ ბოუი. „Grace Kelly“-ში მიკა მოიხსენიებს ფრედი მერკურს ტექსტში:" I try to be like Grace Kelly/But all her looks were too sad/So I try a little Freddie/I’ve gone identity mad."

მიკა მუსიკალური აქტისთვის მიწვეული იქნა ჯეი ლენოს შოუში 26 მარტს 2007 წელს და 14 თებერვალს 2008 წელს. ასევე იყო 27 მარტს 2007 წელს ჯიმ ქიმელის შოუში და ასევე შეასრულა სიმღერა ცოცხლად შოუში „ესეიგი შენ ფიქრობ რომ შეგიძლია ცეკვა“ 26 ივლისს 2007 წელს.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: