მიკა ბურემი
მიკა სუ ბურემი (ინგლ. Mika Sue Boorem; დ. 18 აგვისტო, 1987), [1] — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. სამსახიობო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, გამოჩნდა ტელევიზიაში რამდენიმე მინორული როლით, მათ შორისაა სერიალები: Touched by angel და ელი მაქბილი. კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა "პატარა ხის განათლებაში" შესრულებული როლით (1997). ფილმებში ჯეკ ფროსტიში და ძლიერი ჯო იანგში (ორივე 1998) ითამაშა მეორეხარისხოვანი როლები. შემდეგ მთავარი როლი ითამაშა დრამატულ ფილმში, გულები ატლანტიდაში (2001). ფილმში მონაწილეობა მიიღო ანტონ იელჩინსა და ენტონი ჰოპკინსთან ერთად.
მიკა ბურემი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 აგვისტო, 1987 ტუსონი (არიზონა), აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
აქტიური | 1995-დღემდე |
საიტი | mikaboorem.com |
მეორეხარისხოვანი როლები ითამაშა სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა საომარი დრამა პატრიოტი (2000) და ტრილერი ''და მოვიდა ობობა'' (2001). მან 2000-იანი წლების დასაწყისშ ასევე მიიღო მონაწილეობა თინეიჯერულ ფილმებში, მათ შორის არის ცისფერი ტალღა (2002), კომედია Sleepover (2004) და დრამა ავგუსტა, წავიდა (2006). 2002 წელსა და 2003 წლებში თამაშობდა სერიალში, Dawson's Creek. მას ჰქონდა მთავარი როლი ჯონ კარპენტერის საშინელებათა ფილმში პალატა (2010), რასაც მოჰყვა როლები რამდენიმე დამოუკიდებელ ფილმში.
ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებაბორემი დაიბადა 1987 წლის 18 აგვისტოს, სენტ ჯოზეფის საავადმყოფოში, არიზონაში, ტუსონში, ჰოლის და ბენჯამინ ბორემის ოჯახში. მას ჰყავს ერთი უფროსი ძმა, ბენჯამინ უმცროსი. მისი მამა გემოლოგია. მან არიზონაში, ადგილობრივ თეატრში დაიწყო მსახიობობა, ხოლო შემდეგ ოჯახთან ერთად გადავიდა ლოს-ანჯელესში, სადაც სწავლობდა Le Lycée Français de Los Angeles- ში, ფრანგულ-ინგლისურ ორენოვან სკოლაში .
ბორემმა პირველი სატელევიზიო როლი ითამაშა 1996 წელს, სერიალში, Touched by an Angel . ამას მოჰყვა მეორეხარისხოვანი როლი "პატარა ხის განათლებაში" (1997), რომელიც ეფუძნება ფორესტერ კარტერის ამავე სახელწოდების მოგონებას. კინოჟურნალის საერთაშორისო ჟურნალისტმა დევიდ ნოჰმა ბურემის შესრულებული როლი შეაფასა როგორც,''ლაღი''. [2] თავისი შესრულებისთვის, ის იყო ნომინირებული ახალგაზრდა შემსრულებლის პრემიაზე. იმავე წელს, ბორემმა 1997 წლის სერიალში, ''ელი მაქბილში'' ტიტულოვანი როლი განასახიერა. [3] მას ასევე ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლი სატელევიზიო სერიალში, უოლტონები, რომელიც ეთერში გავიდა 1997 წლის გაზაფხულზე. [4] მან შემდეგ, მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა საშობაო ფილმში ჯეკ ფროსტი (1998), რომელშიც მთავარ როლს ასრულებს მაიკლ კიტონი, აღნიშნული როლისთვის, ბურემი ნომინირებული იყო YoungStar Award-ზე დრამატული ფილმის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. [5]
შემდეგ მან მიიღო მონაწილეობა დისნეის ფილმში ძლიერი ჯო იანგი (1998). მოგვიანებით გამოჩნდა კომედიური სერიალში, ტომ შოუ, სადაც იგი შემადგენელ მსახიობებს შორის იყო, შოუ 1997–1998 წლებში გადიოდა, ერთი სეზონის განმავლობაში თამაშობდა პროდიუსერის, ტომ არნოლდის ქალიშვილის როლს. 1999 წლის ბოლოს, მიკამ მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა დრამაში Things You Can Say Just By Looking Her, სადაც ასევე მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა გლენ კლოუზიმ და კამერონ დიაზმა.
2000 წელს ბორემმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რევოლუციური ომის ისტორიულ დრამაში პატრიოტი (2000), სადაც ასრულებდა ჯარისკაცის, (ასახიერებს მელ გიბსონი) ქალიშვილის როლს. თავისი შესრულებისთვის, იგი ნომინირებული იყო მესამე ახალგაზრდა შემსრულებლის პრემიაზე, როგორც ანსამბლის მსახიობი. [6] ამის შემდეგ, იგი მორგან ფრიმენთან და ენტონ იელჩინთან ერთად გამოჩნდა ტრილერში, ''და მოვიდა ობობა'' (2001), რომელშიც თამაშობდა შეერთებული შტატების სენატორის გატაცებული ქალიშვილის როლს. [7] მომდევნო წელს, ასევე გადაიღეს დრამაში, ''გულები ატლანტიდაში'' (2001), სადაც თამაშობდა ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც იდუმალი ურთიერთობა ჰქონდა ხანდაზმულ მამაკაცთან (ასრულებს ენტონი ჰოპკინსი ). ამის შემდეგ, მეორეხარისხოვანი როლი მოირგო პენი მარშალის დრამაში "Riding in Cars with Boys'' (2001), კეიტ ბოსუორთის უმცროსი დის როლი ითამაშა ფილმში, ცისფერი ტალღა (2002). 2003 წელს გადაიღეს რომანტიკული კომედიაში, კაროლინა . სადაც ასევე თამაშობდნენ ჯული სტაილზი და შირლი მაკლეინი. 2002 წლიდან 2003 წლამდე მონაწილეობას იღებდა სერიალში, ''დოუსონის კრიკი'', აღნიშნული სერიალის მეექვსე სეზონში მან ჰერლი ჰეტსონი განასახიერა. [8] ამ როლისთვის მან მოიპოვა Teen Choice Award. [9]
2004 წელს ბორემმა მონაწილეობა მიიღო კომედიაში Sleepover, რის შემდეგაც, მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა ფილმში ''ბინძური ცეკვები 2'' (2004). [10] დამოუკიდებელ დრამაში, ღიმილში (2005), მან თინეიჯერი გოგონას როლი მოირგო, რომელიც დაუმეგობრდება ჩინელ ქალს. [11]
მომდევნო წელს, ბორემმა მთავარი როლი ითამაშა, ABC-ს საოჯახო სატელევიზიო ფილმში, ''სარას საფუძველი'', ასევე გადაიღეს დრამატულ ფილმში, ავგუსტა, წავიდა რომელშიც იგი თამაშობდა მოზარდი ნარკომანის როლს. 2007 წელს მან წამყვანი როლი შეასრულა სამედიცინო დრამატული სერიალის, ექიმი ჰაუზის, ეპიზოდში „მგრძნობიარე“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Mika Boorem. Tucson.com. Arizona Daily Star (January 9, 2015).
- ↑ Noh, David. (November 2, 2004) The Education of Little Tree. Film Journal International.
- ↑ Variety Staff. (November 2, 2000) Mika Boorem. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 21, 2018. ციტირების თარიღი: მარტი 12, 2021.
- ↑ Scott, Tony. (March 25, 1997) A Walton Easter. Variety.
- ↑ Crump, William D. (2001). The Christmas Encyclopedia. Jefferson, North Carolina.
- ↑ Buchanan, Jason. Mika Boorem Biography. AllMovie.Buchanan, Jason.
- ↑ Along Came A Spider. TV Guide.
- ↑ Ross, Robyn. (March 29, 2018) Celebs you forgot were on Dawson's Creek. Entertainment Weekly.
- ↑ Maltin, Leonard. Mika Boorem. Turner Classic Movies.
- ↑ Mika Boorem Credits. TV Guide. NTVB Media. ციტირების თარიღი: November 21, 2018"Mika Boorem Credits".
- ↑ Smile. Variety. Penske Media Corporation.