მიგელი (ბრაგანსის ჰერცოგი)
მიგელ დე ბრაგანსა (პორტ. Miguel de Braganza; დ. 19 სექტემბერი, 1853 — გ. 11 ოქტომბერი, 1927) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მიგელ I-ის ერთადერთი ვაჟი. მიგელისტების პარტიის კანდიდატი პორტუგალიის სამეფო ტახტზე და ბრაგანსის ჰერცოგი 1866-1920 წლებში.
მიგელ დე ბრაგანსა | |
---|---|
ბრაგანსის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 14 ნოემბერი, 1866 |
მმართ. დასასრული: | 31 ივლისი, 1920 |
წინამორბედი: | მიგელი |
მემკვიდრე: | დუარტე ნუნუ |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 სექტემბერი, 1853 |
დაბ. ადგილი: | მილტენბერგი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 11 ოქტომბერი, 1927, (74 წლის) |
გარდ. ადგილი: | ზიბენშტაინი, ავსტრია |
მეუღლე: |
ელიზაბეთ ფონ თურნ უნდ ტაქსისი (ქ. 1877 - გარდ. 1881) მარია ტერეზა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი (ქ. 1893) |
შვილები: | თერთმეტი შვილი |
დინასტია: | ბრაგანსები |
მამა: | მიგელ I, პორტუგალიის მეფე |
დედა: | ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიგელი დაიბადა 1853 წლის 19 სექტემბერს მილტენბერგში. იგი იყო წარსულში პოტუგალიის მეფე მიგელ I-ისა და მისი ცოლის, ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგის მეორე შვილი და ერთადერთი ვაჟი. როდესაც იგი დაიბადა, მამამისი უკვე გამოძევებული იყო სამშობლოდან და გერმანიაში ცხოვრობდა ემიგრაციაში. მამის მხრიდან იგი პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის შვილიშვილი იყო.
მიგელი ახლოს იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც-იოზეფ I-თან და მასთან ერთადაც მონაწილეობდა ბოსნიის ოკუპაციაში. იმპერატორს მოსწონდა იგი, რის გამოც პორტუგალიის დევნილ სამეფო ოჯახს თავის საიმპერატორო კარზე ცხოვრების ნება დართო. მის მეორე ვაჟს, ფრანციშკუ ჟუზეს სახელი სწორედ მის პატივსაცემად დაერქვა (ფრანციშკუ ჟუზე გერმანული ფრანც-იოზეფის პორტუგალიური ვარიანტია). იმპერატორი მისი არა მხოლოდ სეხნია, არამედ ნათლიაც გახდა.
ფრანც-იოზეფმა მიგელი ავსტრიული ჯარების მეშვიდე პოლკის ჰუსართა კოლონელადაც დანიშნა. პირველი მსოფლიო ომის დროს, იგი ავსტრიული არმიის ლეიტენანტ-გენერალი იყო. 1917 წელს, ომის დროს მიგელი მალტელებს ჩაუვარდა ტყვედ, თუმცა ომის დასრულებისა და გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს. 1918 წელს იმპერიის დაშლის შემდეგ მან ცოლ-შვილთან ერთად დატოვა ვენა და ზიბენშტაინში გადასახლდა. აქ 1920 წელს თანამდებობიდან გადადგა თავისი უფროსი ვაჟის, დუარტე ნუნუს სასარგებლოდ. იგი გარდაიცვალა 1927 წლის 11 ოქტომბერს, 74 წლის ასაკში.
ქორწინებები და შვილები
რედაქტირება1877 წლის 17 ოქტომბერს, მიგელმა ცოლად შეირთო პრინცესა ელიზაბეთ ფონ თურნ უნდ ტაქსისი (1860-1881), რომელიც იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ელიზაბეთ ბავარიელისმი დისწული. მიგელს მასთან სამი შვილი შეეძინა:
- მიგელი (1878-1923), ვიზეუს ჰერცოგი, ცოლად შეირთო ანიტა სტიუარტი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
- ფრანციშკუ (1879-1919), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- მარია ტერეზა (1881-1945), ცოლად გაჰყვა თურნ უნდ ტაქსისის მთავარ კარლ ლუდვიგს და შეეძინა შვილებიც;
პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1893 წლის 8 ნოემბერს მიგელმა ცოლად შეირთო პრინცესა მარია ტერეზა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი:
- ისაბელ მარია (1894-1970), ცოლად გაჰყვა თურნ უნდ ტაქსისის მთავარ ფრანც იოზეფს და შეეძინა შვილებიც;
- მარია ბენედიტა (1896-1971), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
- მაფალდა (1898-1918), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
- მარია ანა (1899-1971), ცოლად გაჰყვა თურნ უნდ ტაქსისის მთავარ კარლ ავგუსტს და შეეძინა შვილებიც;
- მარია ანტონია (1903-1973), ცოლად გაჰყვა სიდნეი ეშლი ჩანლერს და შეეძინა შვილებიც;
- ფილიპა (1905-1990), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
- დუარტე ნუნუ (1907-1976), ბრაგანსის ჰერცოგი 1920-1976 წლებში, ცოლად შეირთო მარია ფრანცისკა დე ორლეან-ბრაგანსა, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- მარია ადელაიდა (1912-2012), ცოლად გაჰყვა ნიკოლოზ ვან უდენს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
ლიტერატურა
რედაქტირება- The Titled Nobility of Europe: An International Peerage, Or "Who's Who", of the Sovereigns, Princes and Nobles of Europe. Harrison & Sons. p. 50. Retrieved 1 March 2019.
- Longo, James McMurtry (2007). Isabel Orleans-Bragança: The Brazilian Princess Who Freed the Slaves. McFarland. p. 287. ISBN 9780786432011. Retrieved 1 March 2019.
- Limited, Europa Publications (1990). The International Who's who: 1990-91. Europa Publications Limited. p. 1585. ISBN 9780946653584. Retrieved 1 March 2019.
- enks, George C. (1911). The Bookman | Monarchs in Exile. Dodd, Mead and Company. p. 273. Retrieved 1 March 2019.
- Hastings, Derek (2018). Nationalism in Modern Europe: Politics, Identity, and Belonging since the French Revolution. Bloomsbury Publishing. p. 164. ISBN 9781474213417. Retrieved 1 March 2019.
- The American Almanac, Year-book, Cyclopedia and Atlas. New York American and journal. 1902. p. 412. Retrieved 1 March 2019.