მთაწმინდის წმინდა ნინოს ეკლესია
მთაწმინდის წმინდა ნინოს ტაძარი — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში (მთაწმინდის რაიონი), შიო ჩიტაძის ქუჩაზე.
მთაწმინდის წმინდა ნინოს ეკლესია | |
წმინდა ნინოს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°41′42″ ჩ. გ. 44°47′41″ ა. გ. / 41.695000° ჩ. გ. 44.794861° ა. გ. |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | მთაწმინდის რაიონი |
ადგილმდებარეობა | თბილისი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ეკლესია ააგეს 1850-იან წლებში, იმდროინდელ გარეთუბანში, წმინდა ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის ეზოში, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მეუღლის ელისაბედის თაოსნობით და შემოწირულობით. საბჭოთა პერიოდში ეკლესია გაუქმდა და მისი შენობა საშუალო სკოლის (ამჟამინდელი 47-ე საჯარო სკოლის) სპორტულ დარბაზად გამოიყენებოდა. 1990-იან წლებში ეკლესია განახლდა და გაფართოვდა. 1999 წელს აღდგა ღვთისმსახურება.
ეკლესია წარმოადგენს აგურით ნაშენ სამნავიან ბაზილიკას. კარიბჭის ზემოთ მიშენებულია სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც ეყრდნობა რვა სვეტს. ეკლესია ორსართულიანია. მასში ორი ტრაპეზია: წმიდა ნინოს სახელობის და წმიდათა ზაბულონისა და სოსანას (წმიდა ნინოს მშობლების) სახელობისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 968, ISBN 99928-20-32-2.
- გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 30, 1999 წ.