მთამაღალის მთიულა
ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა
მთამაღალის მთიულა[1] (ლათ. Leucosticte) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა დაახლ. 15 სმ. შეფერილი არიან რუხ და მურა, ზოგიერთი კი — ყავისფერ, მურა და ვარდისფერ ტონებში. ცნობილია 6 სახეობა.[2] გავრცელებული არიან ცენტრალური აზიის, შუა და აღმოსავლეთ ციმბირის მთებში, კურილის და კომანდორის კუნძულებზე, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში. ბინადრობენ მთების ალპურ და სუბალპურ სარტყლებში; ზოგიერთი სახეობა ზღვის დონიდან 5000 მეტრამდეც ბუდობს. მკვიდრი ფრინველებია, ზამთარში ვერტიკალურად მომთაბარეობენ. ბუდეს ჩვეულებრივ ქვების ქვეშ აკეთებენ ქვიშრობებში. წელიწადში ერთხელ ბუდობენ. იკვებებიან თესლებით, იშვიათად მწერებით.
მთამაღალის მთიულა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ამერიკული მთიულა (Leucosticte tephrocotis) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Leucosticte (Swainson, 1832) | |||||||||||||
|
სახეობები
რედაქტირება- Leucosticte arctoa (Pallas, 1811) — ციმბირული მთიულა[3]
- Leucosticte atrata (Ridgway, 1874) — შავი მთიულა
- Leucosticte australis (Ridgway, 1873) — მურათავა მთიულა
- Leucosticte brandti (Bonaparte, 1850) — მარგალიტა მთიულა[4]
- Leucosticte nemoricola (Hodgson, 1836) — ჰიმალაიური მთიულა[5]
- Leucosticte tephrocotis (Swainson, 1832) — ამერიკული მთიულა
ლიტერატურა
რედაქტირება- Горные вьюрки // Большая советская энциклопедия, т. 7 — М. : Советская энциклопедия, 1972.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 15, 139, 209.
- ↑ Gill, Frank; Donsker, David (eds.). Finches, euphonias. World Bird List Version 5.4. International Ornithologists' Union. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2015.
- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 184.
- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 188.
- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 215.