კომანდორის კუნძულები

კომანდორის კუნძულები (რუს. Командорские острова) — ოთხი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი წყნარი ოკეანის ბერინგის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციულად შედის რუსეთის კამჩატკის მხარის ალეუტის რაიონის შემადგენლობაში. ფართობი 1846 კმ². მოსახლეობა 718 ადამიანი (2018). სახელი ეწოდა კომანდორ ვიტუს ბერინგის პატივსაცემად, რომელმაც კუნძულები 1741 წელს აღმოაჩინა. არქიპელაგის ყველაზე მოზრდილ — ბერინგის კუნძულზეა ზღვაოსნის საფლავი. კომანდორის კუნძულები რუსული და ალეუტური კულტურის შერევის ადგილია.

კომანდორის კუნძულები
გეოგრაფია
მდებარეობა ბერინგის ზღვა
კოორდინატები 54°45′ ჩ. გ. 167°00′ ა. გ. / 54.750° ჩ. გ. 167.000° ა. გ. / 54.750; 167.000
კუნძულთა რაოდენობა 4
ფართობი 1846 კმ²
უმაღლესი წერტილი 755 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 718 (2018)
სიმჭიდროვე 0,39 /კმ²

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება