მზია თოდუა
მზია თოდუა (დ. 24 იანვარი, 1956, ახალსოფელი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი 2018 წლის 2 აგვისტოდან ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ.
მზია თოდუა | |
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 აგვისტო, 2018 – 17 მარტი, 2020 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
წინამორბედი | ნინო გვენეტაძე |
მემკვიდრე | ნინო ქადაგიძე |
დაბადებული | 24 იანვარი, 1956 ახალსოფელი, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამზია თოდუა დაიბადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. 1981 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
კარიერა
რედაქტირება1978–1979 წლებში მუშაობდა ხონის აბრეშუმის ძაფსაღები ფაბრიკის იურისტ-კონსულტად; 1979–1985 წლებში კი ხონის მოქალაქეობრივი რეგისტრაციის განყოფილების გამგეა. 1991–1998 წლებში ხონის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო 1998 წელს თბილსიის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 1999-2005 წლებში მუშაობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარედ. 2006–2012 წლებში სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილეა. 2011 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2018 წლის 2 აგვისტოდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია[1][2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 145