ნინო ქადაგიძე

ქართველი სამართალმცოდნე

ნინო ქადაგიძე (დ. 30 ივლისი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი იურისტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2020 წლის 17 მარტიდან[1].

ნინო ქადაგიძე
საქართველო
საქართველო
საქართველო
საქართველო
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა17 მარტი, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია
წინამორბედიმზია თოდუა

დაბადებული30 ივლისი, 1969
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა   საქართველო
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნინო ქადაგიძე დაიბადა 1969 წლის 30 ივლისს, ქალაქ თბილისში. 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1994-1995 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეურნეო სამმართველოს საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების უფროსი კონსულტანტი. 1995-1996 წლებში კი ამავე სამინისტროს ეკონომიკური რეფორმის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი კონსულტანტია. 1996-1998 წლებში იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა ჯერ ეკონომიკური რეფორმის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი კონსულტანტად, ხოლო შემდეგ საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

1998-2000 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსია. 2000-2002 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობს. 2002 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი-მოსამართლეა. 2013-2019 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.

2019 წლის 12 დეკემბერს აირჩიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ხოლო 19 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოადგილედ.

2020 წლის 17 მარტს აირჩიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება