მეჰმეთ აქიფ ერსოი
მეჰმედ რაგიფი (თურქ. Mehmed Râgıf), შემდგომში ცნობილი, როგორც მეჰმეთ აქიფ ერსოი (თურქ. Mehmet Âkif Ersoy; დ. 20 დეკემბერი 1873, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 27 დეკემბერი 1936, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი პოეტი, მწერალი, ვეტერინარი, პედაგოგი, აკადემიკოსი, ჰაფიზი და პოლიტიკოსი. ერსოი თურქეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის ეროვნული ჰიმნის „დამოუკიდებლობის მარშის“ ავტორია. ცნობილია, როგორც „სამშობლოს მწერალი“ და „ეროვნული მწერალი“. დამოუკიდებლობის მარშის გარდა, შექმნა ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა „ჩანაქკალეს ეპოსი“, „ბიულბიული“ და 1911—1933 წლებში გამოსცა შვიდი ლექსის წიგნი, რომლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია — „საფაჰატი“ (თურქ. Safahat). ოსმალეთის მეორე საკონსტიტუციო ეპოქის დროს, გამოსცემდა გაზეთს. თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს, თურქეთის პარლამენტის პირველი მოწვევის დეპუტატი გახდა.
მეჰმეთ აქიფ ერსოი | |
---|---|
თურქ. Mehmet Akif Ersoy | |
დაბადების თარიღი | 20 დეკემბერი, 1873 |
დაბადების ადგილი | ფათიჰი |
გარდაცვალების თარიღი | 27 დეკემბერი, 1936[1] [2] [3] (63 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი |
დასაფლავებულია | Edirnekapı Martyr's Cemetery |
საქმიანობა | პოეტი, პოლიტიკოსი[1] და მწერალი |
მოქალაქეობა |
ოსმალეთის იმპერია თურქეთი |
ალმა-მატერი | ვეფას ლიცეუმი და სტამბოლის ჰალქალის უმაღლესი სკოლა |
Magnum opus | Safahat და დამოუკიდებლობის მარში |
ჯილდოები | Presidential Culture and Arts Grand Awards |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებამეჰმეთ აქიფი 1873 წლის 20 დეკემბერს, სტამბოლის ფათიჰის რაიონში დაიბადა. თავის ერთ-ერთ ლექსში, ერსოი თავისთავს ალბანელად მოიხსენიებს.[4] იმის გამო, რომ მამამისმა მისი დაბადებიდან მოგვიანებით აიღო დაბადების მოწმობა ჩანაქკალეს ბაირამიჩის რაიონში, მის დაბადების ადგილად ზუსტად ჩანაქკალეს ბაირამიჩის რაიონია მითითებული.[5] დედამისი, ბუხარადან საცხოვრებლად ანატოლიაში ჩამოსული ემინე შერიფ ჰანიმია, ხოლო მამამისი კოსოვოს ქალაქ იფექში დაბადებული, ფათიჰის მეჩეთის მსახური მეჰმეთ თაჰირ ეფენდია. დაბადებისას, მამამისმა მას რაგიფის სახელი დაარქვა. მამამისის სიკვდილამდე ერსოი ამ სახელს ატარებდა, თუმცა, იმის გამო, რომ ეს სახელი იმ დროს გავრცელებული არ იყო, დედამისი და მეგობრები მას აქიფის სახელით მიმართავდნენ. მოგვიანებით, იგი ეს სახელი მიიღო.[6] ბავშვობის წლების უმეტესობა დედამისის სახლში, ფათიჰში გაატარა. მას ნურიეს სახელით ცნობილი და თავისთავზე პატარა დაც ჰყავდა.
განათლება
რედაქტირებაბაღში სიარული, იმ დროინდელი წესის თანახმად, 4 წლის, 4 თვის და 4 დღისას დაიწყო. 3 წლის შემდეგ, დაწყებითი სკოლა და მამისგან არაბული ენის შესწავლა დაიწყო. სკოლის საბაზო საფეხური ფათიჰის ცენტრალურ რუშტიეში დაიწყო. ამავე დროს ფათიჰის მეჩეთში სპარსული ენის შემსწავლელ კურსებს ესწრებოდა. ენებით დაინტერესებული მეჰმეთ აქიფი, რუშტიეში სწავლის პერიოდში შეისწავლა თურქული, არაბული, სპარსული და ფრანგული ენა.
რუსტიეს დამთავრების შემდეგ, დედამის სურდა მეჰმეთ აქიფს მედრესეში ჩაებარებინა, თუმცა მამამისმა 1885 წელს, იმ დროის პრესტიჟულ მიულქიეს სასწავლებელში ჩააბარა. 1888 წელს სწავლა იმავე სასწავლებლის უმაღლეს ნაწილში გააგრძელა და მომდევნო წელს მას მამაც გარდაეცვალა, ხოლო მოგვიანებით ფათიჰის რაიონში ძლიერი ხანძრის შედეგად, მათ სახლიც დაეწვათ, რაც მისი ოჯახი მძიმე პირობებში ჩააგდო. მამამისის მომსწავლემ, მუსტაფა სითქიმ მათი სახლის ტერიტორიაზე მათ პატარა სახლი აუშენა და ოჯახმაც ამ სახლში ჩასახლდა. უკვე პროფესიის მქონე, რომ გამხდარიყო, მეჰმეთ აქიფმა დატოვა მიულქიეს სასწავლებელი. მოგვიანებით კი, ვეტერინარიის და სოფლის მეურნეობის შემსწავლელ კურსებზე ჩაიწერა.[7]
4 წლიან სასწავლებელში აქიფმა, თავისი მასწავლებლის რიფათ ჰიუსამეთინ ფაშის წყალობით, შეიყვარა მეცნიერება.[8] სწავლისას დიდი ინტერესი გამოიჩინა სპორტის მიმართ. მეზობლის, ქიიჯი ოსმან ფეჰლივანის დახმარებით, ჭიდაობა ისწავლა. ასევე მონაწილეობა მიიღო სირბილის, ჭიდაობის და სროლის კონკურსებშიც. სასწავლებლის ვეტერინარიის მიმართულება 1893 წელს, წარჩინებით დაასრულა.
სასწავლებლის დასრულების შემდეგ, თავისი ფრანგული განავითარა. 6 თვის მანძილზე ყურანი შეისწავლა და ჰაფიზი გახდა. Hazine-i Fünun-ის გაზეთში 1893 და 1894 წლებში თავისი პირველი გაზელები გამოაქვეყნა.
სამოქალაქო სამსახურში
რედაქტირებასასწავლებლის დასრულების შემდეგ, მეურნეობის სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც 1893—1913 წლებში მუშაობდა. სამინისტროში მისი პირველი თანამდებობა ვეტერინარული რევიზიის უფროსის მოადგილეობა იყო. მისი სამუშაო ცენტრის სტამბოლში ყოფნის მიუხედავად, მუშაობის პირველ ოთხ წელიწადში, იგი რევიზიით იმყოფებოდა რუმელიაში, ანატოლიაში, ალბანეთსა და არაბეთში. ამის მეშვეობით, მან შეძლო ახლო ურთიერთობა დაემყარებინა ხალხთან. თავისი ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტის დროს, იგი მამამისის მშობლიურ ქალაქსაც ესტუმრა, რა დროსაც თავისი ბიძაც გაიცნო. 1898 წელს, თოფჰანეს უფროსის მეჰმეთ ემინ ბეის ქალიშვილზე ისმეთ ჰანიმზე დაქორწინდა. ქორწინებიდან მას 5 შვილი შეეძინა: ჯემილე, ფერიდე, სუადი, ემინი და თაჰირი.
მეჰმეთ აქიფმა ლიტერატურისადმი თავისი ინტერესი ლექსების წერით და ლიტერატურის მასწავლებლობით გამოხატა. მისი ლექსები და ნაწერები, იმ დროის სურათიან გაზეთ „Servet-i Fünun Dergisi“-ში გამოქვეყნდა.
მეორე საკონსტიტუციო ერა
რედაქტირებამეორე საკონსტიტუციო ერის გამოცხადებისას, მეჰმეთ აქიფი „უმურ-ი ბაითარიეში“ ვეტერინარად მუშაობდა. აბდულჰამიდ II-ის რეჟიმის მთკიცე წინააღმდეგი იყო,[9][10] მას სულთანი იმ დონეზე სძულდა, რომ ამბობდა მისი (სულთნის) სახის დანახვისას გული მერევა. შედეგად, ახალი კონსტიტუციური ერის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ, მეჰმეთ აქიფმა, თავისი მეგობრის ფათიჰ გიოქმენის რჩევით, კიდევ 11 მეგობართან ერთად „ერთიანობის და პროგრესის“ საზოგადოებაში გაწევრიანდა. თუმცა, გაწევრიანებისას საზოგადოების ფიცის ტექსტი შეცვალა და თავისი ინტერპრეტაციით დაიფიცა.[9] საზოგადოებაში შესვლის შემდეგ, ამ საზოგადოების წევრებს არაბული ლიტერატურის სწავლება დაიწყო. 1907 წლის ნოემბერში, „უმურ-ი ბაიტარიე“-ს დირექტორის მოადგილე გახდა, ამავე დროს დარიულფინშიც ოსმალეთის ლიტერატურის სწავლებაც დაიწყო.
მეორე საკონსტიტუციო ერამ მეჰმეთ აქიფის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეიტანა, რაც აქიფის საგამომცემლო სამყაროში შესვლას გულისხმობდა. იმის მიუხედავად, რომ ამის წინათ მისი რამდენიმე ლექსი და პოემა გამოქვეყნდა, იგი დიდი ხნის მანძილზე წერას თავი დაანება. საკონსტიტუციო ერის გამოცხადების შემდეგ, თავის მეგობრებთან ეშრეფ ედიფთან და ებიულულა მარდინთან ერთად გამოსცა გაზეთი „Sırat-ı Müstakim“ (სირათი მიუსთაქიმ), რომლის პირველი ნომერი 1908 წლის 27 აგვისტოს გამოვიდა და მეჰმეთ აქიფი ამ გაზეთის მთავარი რედაქტორი გახდა. გაზეთის პირველ გამოცემაში „ფათიის მეჩეთის ლექსი“ გამოვიდა. გაზეთიდან ებიულულასა და მარდინის წასვლის შემდეგ, გაზეთმა სახელი შეიცვალა და 1912 წლის 8 მარტიდან „Sebil'ür-Reşad“-ის სახელით გააგრძელა თავისი არსებობა. აქიფის თითქმის ყველა ლექსი და ნაწერები ამ ორ გაზეთში დაიბეჭდა. თავის ნაწერებსა და სტამბოლის მეჩეთებში გამოსვლებისას, ეგვიპტელი ფილოსოფოსის მუჰამედ აბდუჰის ისლამის თვალსახედს აცნობდა.
1910 წელს მომხდარმა ალბანეთის სეპარატუსტულმა მოძრაობამ იგი დაამწუხრა და ამის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც განსაზღვრა. ბალკანეთის მხრიდან მომრავლებული სეპარატისტული განწყობების შეცვლა სურდა, თუმცა, ბალკანეთის ომების დაწყებასთან ერთად, მისი სურვილებიც დაიმსხვრა. 1914 წელს, ორი თვით სამოგზაუროდ წავიდა, რომლის დროსაც ეგვიპტე და მედინა მოინახულა. ეგვიპტეში თავისი მოგზაურობა „El Uksur'da“-ს ლექსში მოყვა.
1913 წელს დაარსებული „Müdafaa-i Milliye Cemiyeti“ საზოგადოებაში, რომელიც მიზნად ისახავდა განმანათლებელ საქმიანობას, მეჰმეთ აქიფი რეჯაიზადე ექრემთან, აბდიულჰაქ ჰამითთან, სიულეიმან ნაზიფთან და ჯენაფ შაჰაბეთინთან ერთად იმუშავა. 1913 წლის 2 თებერვალს ბეიაზიდის მეჩეთში და 7 თებერვალს ფათიჰის მეჩეთში მოსახლეობას სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდა.
ომი დამოუკიდებლობისთვის
რედაქტირებასტამბოლში თავისუფლად მოძრაობის შეზღუდვის გამო, მეჰმეთ აქიფი დატოვა თავისი სამუშაო და შვილთან, ემინთან ერთად, ანატოლიაში გადავიდა. ანკარაში იგი პირადად მუსტაფა ქემალ ფაშამ მოიწვია. თურქეთის პარლამენტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, 1920 წლის 24 აპრილს ანკარაში ჩავიდა. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, როგორც პოეტი, ჰატიფი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი შეუერთდა. ანკარაში ჩასვლის შემდეგ, მალევე თავისი ოჯახიც ჩაიყვანა.
ანკარაში ჩამოსვლის შემდეგ, მუსტაფა ქემალ ფაშამ კონიის გუბერნატორს ტელეგრაფი გაუგზავნა, სადაც მას სთხოვა, რომ მეჰმეთ აქიფი ბურდურიდან დეპუტატად არჩევაში დაეხმაროს. ივნისში ბურდურიდან, ხოლო ივლისში ბიგადან დეპუტატად აირჩიეს. საბოლოოდ აქიფმა დეპუტატობა ბურდურის ოლქიდან აირჩია და 1920-1923 წლებში პარლამენტის პირველი მოწვევის დეპუტატი გახდა. პარლამენტის ჩანაწერებში მისი სახელი ჩაწერილია, როგორც „ბურდურის დეპუტატი და ისლამი პოეტი“.[11]
ანკარაში ჩასვლილას მისი პირველი დავალება გახდა კონიის აჯანყების დროს ხალხის დარწმუნება ანკარის მთავრობის სიმართლეში, თუმცა, დიდი საქმიანობის მიუხედავად, მან ეს ვერ შეძლო და შედეგად კასთამონუში გადავიდა. 1920 წლის ნოემბერში, ქასთამონუს მეჩეთში გამოსვლის ტექსტი დიარბაქირში დაიბეჭდა და ყველა ვილაეთში გაიგზავნა, სადაც მეჰმეთ აქიფი ხალხს მტერის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა.
აქიფმა, ანატოლიაში გადასვლისას ეშრეფ ედიფსაც უთხრა, რომ გადმოსულიყო. თავის მხრივ ეშრეფ ედიფმა „სებილიურ-რეშად“-ის გაზეთის შტამპი აიღო და სტამბოლიდან წამოვიდა.[12] გაზეთის ბოლო 463 ნომერი 1921 წლის 6 მაისს გამოქვეყნდა. აქიფმა გაზეთის 464-466 ნომრები ეშრეფ ედიფთან ერთად ქასთამონუში გამოსცა, ხოლო გაზეთის 464 ნომერი ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც ნომერი რამდენიმეჯერ გამოიცა და ანატოლიასა და ჯარისკაცებში გავრცელდა. 467 ნომრიდან გაზეთი ანკარაში გამოიცემოდა. გაზეთს ისეთი დიდი გავლენა ჰქონდა თურქ ხალხზე, რომ რუსეთის მთავრობამ გაზეთი თავის ტერიტორიაზე აკრძალა, იმის შიშით, რომ მმართველობაში მყოფმა ეთნიკურად თურქებმა რაიმე პრეტენზია არ წამოეყენებინათ.
1921 წელს ანკარაში, თაჯეთინის დერგაჰინაში მცხოვრებმა მეჰმეთ აქიფმა, თავისი საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელა. ამ დროს, ბერძნების საოკუპაციო ჯარების ანკარისკენ წინსვლა მიმდინარეობდა, რისთვისაც პარლამენტის კაისერიში გადატანის მზადება იყო. მეჰმეთ აქიფის მოსაზრებით ამის ქვეყნის დაშლისკენ გადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო და ამიტომ შესთავაზა საქარიაში ახალი ფრონტის ხაზის შექმნა. წინადადება მიიღეს. აქიფის თაჯეთინის დერგაჰინაში მდებარე სახლი მისი სახელობის სახლ-მუზეუმად გადაკეთდა.
დამოუკიდებლობის მარში
რედაქტირებაამავე დროს, განათლების მინისტრის ჰამდულაჰ სუფჰი თანრიიოვერის თხოვნით, აქიფის მეგობარმა ჰასან ბასრი ჩანთაიმ, იგი სახელმწიფო ჰიმნის კონკურსში მონაწილეობის მიღებაში დაარწმუნა. 500 ლირიანი პრიზის გამო თავიდან უარი თქვა მონაწილეობაზე, ამავე დროს კონკურსში გაგზავნილი ყველა ლექსი დაიწუნეს, ხოლო პარლამენტში თითქმის ყველა დაწმუნებული იყო, რომ საუკეთესო ლექს მეჰმეთ აქიფი დაწერდა. მეჰმეთ აქიფის კონკურსში შესვლის შემდეგ, ზოგიერთმა პოეტმა თავისი ლექსი უკან გაიწვია. პოეტის არმიისთვის მიძღვნილი „დამოუკიდებლობის მარში“ 17 თებერვალს, „სირათ-ი მიუსთაქიმისა“ და „ჰაქიმიეთ-ი მილიეის“ გაზეთში გამოქვეყნდა. ჰამდულაჰ სუფჰი ბეის მიერ მეჯლისში წაკითხვის შემდეგ, 1921 წლის 12 მარტს, შაბათ დღეს, 17:45 წუთზე პარლამენტმა სახელმწიფო ჰიმნად მიიღო. აქიფმა, ჯილდოს სახით მიღებული 500 ლირა „Dar’ül Mesai“-ს ფონდს გადასცა, რომელიც არმიისთვის ტანსაცმელს კერავდა.[13]
გარდაცვალება
რედაქტირება1923-1936 წლებში ეგვიპტეში ყოფნის შემდეგ, სტამბოლში დაბრუნდა. ციროზით დაავადების განვითარების გამო, ჯერ ლიბანში და შემდეგ ანთაქიაში ჩამოვიდა. საბოლოოდ, 1936 წლის 17 ივნისს სტამბოლში დაბრუნდა. 1936 წლის 27 დეკემბერს სტამბოლის ბეიოღლუს რაიონის მისისრის აპარტამენტში გარდაიცვალა. დაასაფლავეს ედირნექაფის გმირთა სასაფლაოზე. დასაფლავებულია თავისი მეგობრების, სიულეიმან ნაზიფსა და აჰმეთ ნაიმ ბეის შორის.
სალიტერატურო მოღვაწეობა
რედაქტირებამეჰმეთ აქიფი ლექსების წერას ვეტერინარიის სკოლაში სწავლის პერიოდში დაიწყო. მისი გამოქვეყნებული პირველი ლექსი „Kur'an'a Hitap“-ის (ყურანზე ლაპარაკისას) სახელს ატარებს. 1908 წლიდან დაიწყო მოკლე ნაწარმოებების წერა. თავის ნაწარმოებებში ხალხის გაჭირვებებზე წერდა. ბალკანეთის ომების წლებში გმირული ეპოსების წერა დაიწყო. პირველი დიდი ეპოსი „Çanakkale Şehitleri'ne“ (ჩანაქკალეს გმირებს) იყო. მეორე დიდი ეპოსი ბურსის ოკუპაციას მიეძღვნა და „Bülbül“ (ბიულბიული) გახდა. მესამე კი „დამოუკიდებლობის მარში“ გახდა და დამოუკიდებლობის ომს მიეძღვნა. მან უარყო „Sanat sanat içindir“-ის (ხელოვნება ხელოვნებაშია) მხედველობას და რელიგიით გაჯერებული ლიტერატურის მიმდევრობა შექმნა. სალიტერატურო ენად ეროვნული ლიტერატურა აირჩია, რისთვისაც თევფიქ ფიქრეტს დაუპირისპირდა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებამწერლია „საფაჰატის“ ქვეშ გაერთიანებული ლექსები 8 წიგნიდან შედგება. მწერალმა დამოუკიდებლობის მარში „საფაჰატში“ არ შეიტანა, ხოლო მიზეზი ასე ახსნა: „რადგან, მე იგი ჩემი ხალხის გულში შევინახე“.
- წიგნი: საფაჰატი (1911) - 44 ლექსს აერთიანებს. აღწერილია პოლიტიკური მოვლენები, მისტიკური გრძნობები, ცხოვრებისეული ამოცანები.
- წიგნი: სიულეიმანიეს ტრიბუნაზე (1912) - სიულეიმანიეს მეჩეთში რაც წარმოთქვა და ლექსებია მასზე მოყვანილი.
- წიგნი: სიმართლის ხმები (1913) - საზოგადოებას ისლამური შეტყობინებების გაერთიანებაა.
- წიგნი: ფათიჰის ტრიბუნაზე (1914) - ფათიჰის მეჩეთში რაც წარმოთქვა და ლექსებია მასზე მოყვანილი.
- წიგნი: მოგონებები (1917) - აქიფის მოგზაურობებია აღწერილი.
- წიგნი: ასიმი (1924) - ჰოჯაზადესა და ქიოსე იმამის დიალოგებია.
- წიგნი:ჩრდილები (1933) - 1918-1933 წლებში დაწერილი ლექსები.
- წიგნი: საფაჰატი (ერთიანი გამოცემა) (პირველი 1943) - 6 საფაჰატი ერთად.
2011 წელი, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით მეჰმეთ აქიფის წლად გამოცხადდა.[14]
ლიტერატურა
რედაქტირება- ერსოი, მეჰმეთ აქიფი (2011). Safahat. სტამბოლი: გამომცემლობა ქარანფილი ISBN 978-605-5537-06-7
- ერსოი, მეჰმეთ აქიფი (2012). Tefsir Yazıları ve Vaazlar. ანკარა: რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ISBN 978-975-19-5398-8
- ერსოი, მეჰმეთ აქიფი (2012). Kur'an Meali. სტამბოლი: გამომცემლობა მაჰვა ISBN 605-628-948-4
- მითათ ჯემალ ქუნთაი (მარტი 2012). Mehmed Akif (Hayatı-Seciyesi-Sanatı). სტამბოლი: გამომცემლობა თიმაში ISBN 978-605-114-130-5
- ერსიო, ემინი (მარტი 2011). Babam Mehmet Akif (İstiklal Harbi Hatıraları) სტამბოლი: გამომცემლობა ქურთუბა ISBN 978-975-6743-75-1
- იოზლიუქ, ნურანი (ივლისი 2011). Türk Basınında Mehmet Akif Ersoy Polemikleri სტამბოლი: გამომცემლობა პარადოქსი ISBN 978-9744-491-81-5
- Sırat-ı Müstakim (2 თავი და 1-52. ნომერი) (იანვარი 2013) სტამბოლი: ბაღჯილარის მუნიციპალიტეტი ISBN 978-605-86860-0-7
- ქარა, ისმაილ (2013). Elemim Bir Yüreğin Karı Değil სტამბოლი: გამომცემლობა თიმაში ISBN 978-605-08-0764-6
- Ayyıldız, Esat. “Mehmed Âkif Ersoy’un ‘Hasbihâl’ Adlı Makalesindeki Arapça Öğretimine Dair Görüşleri”. Kabulünün 101. Yılında İstiklâl Marşı ve Milli Şairimiz Mehmed Âkif Ersoy 2. Uluslararası Sempozyumu Kongre Kitabı. ed. Ayşe Erkmen – Mustafa Latif Emek. İstanbul: İKSAD Yayınevi, 2022. p. 40-48.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებამეჰმეთ აქიფ ერსოი ვიკიციტატებში | |
მეჰმეთ აქიფ ერსოი ვიკიწყაროებში | |
მეჰმეთ აქიფ ერსოი ვიკისაწყობში |
- მეჰმეთ აქიფ ერსოი Facebook-ზე
- მეჰმეთ აქიფ ერსოი დაარქივებული 2002-03-21 საიტზე Wayback Machine.
- მეჰმეთ აქიფ ერსოი — კვლევის ცენტრი დაარქივებული 2013-08-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118985191 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Mehmet Akif Ersoy'un dini ve siyasi fikirleri // Fırat Üniversitesi Sosyal Bilimler Enstitüsü yüksek lisans tezi, 2009 // 28 ოქტომბერი 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-29. ციტირების თარიღი: 2016-10-29.
- ↑ Mehmet Akif'in Doğum Yeri Bayramiç midir // Kubbealtı Akademi Mecmuası, Yıl 6, Nisan 1977, Sayı 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-21. ციტირების თარიღი: 2017-01-21.
- ↑ Ölümünün 71'inci yılında Mehmet Akif Ersoy, Zaman Gazetesi, 29.12.2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23.12.2010. ციტირების თარიღი: 17.07.2017.
- ↑ Mehmet Akif Ersoy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-02. ციტირების თარიღი: 2016-06-02.
- ↑ İstiklâl Marşı ve Mehmet Âkif Ersoy’un Şahsiyetinin Şiire Yansıması. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-28. ციტირების თარიღი: 2016-10-28.
- ↑ 9.0 9.1 Mehmet Akif Ersoy ve İttihat ve Terakki ile İlişkileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-28. ციტირების თარიღი: 2016-10-28.
- ↑ Ottoman Propganda and Turkish Identity:Literature in Turkey During World War I. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-11. ციტირების თარიღი: 2016-04-11.
- ↑ Aysun İldeniz, Milli Mücadelede Mehmet Akif, Bilim ve Aklın Aydığınğında Eğitim Dergisi Yıl 7 Sayı 73 Mart 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-05. ციტირების თარიღი: 2017-07-25.
- ↑ Yrd. Doc. Dr. Saadettin Yildiz, Milli Mücadele ve Mehmet Âkif. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-19. ციტირების თარიღი: 2017-07-25.
- ↑ Osman Koçıbay, Mehmet Akif Ersoy ve Burdur, Kocibay.net sitesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-28. ციტირების თარიღი: 2017-07-26.
- ↑ Kültür ve Turizm Bakanlığı web sitesi 2001 yılı Haber ve Duyurular Sayfası, Erişim tarihi:16.05.2011>. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26.04.2011. ციტირების თარიღი: 26.07.2017.