მეწამულ-ცისფერი ეგონიქონი
მეწამულ-ცისფერი ეგონიქონი, კაკბის საკენკელა[1] (ლათ. Aegonychon purpurocaeruleum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 20–50 სმ-ია. აქვს უნაყოფო მწოლიარე ყლორტები, მარტივი და სქლად შეფოთლილი ღერო, შებუსული და კიდემთლიანი ფოთლები. ქვედა ფოთლები ხაზურია, დანარჩენები — ლანცეტასებური. გვირგვინი მოიისფრო-ლურჯია, გაშლისას — მოწითალო. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივლისში. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ევროპასა და ციმბირში. საქართველოში ყველგან გვხვდება. იზრდება მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში.[2]
მეწამულ-ცისფერი ეგონიქონი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Aegonychon purpurocaeruleum (L.) Holub, 1973 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
ძირითადი სინონიმები:
სხვა სინონიმები
| |||||||||||||||
|
ამ მცენარეს ხალხურად „კაკბის საკენკენკელა“ ეწოდება, თუმცა არსებობს ამ სახელის მქონე სხვა მცენარეც (იხ. კაკბის საკენკელა).[1]
სხვადასხვა წყაროებით, მიეკუთვნება Aegonychon-ის, Lithospermum-ის ან Buglossoides-ის გვარს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მაყაშვილი ა., კაკბის საკენკელა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 94.