მეღრუკი
მთა საქართველოში, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე
მეღრუკი, საღალატო — მთა საქართველოში, ბაღდათისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მესხეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ბჟოლისხევისა (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) და წინუბნისწყლის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2475 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. გუმბათის ფორმისაა. შემოსილია სუბალპური მდელოებით.
მეღრუკი | |
---|---|
კოორდინატები: 41°49′56″ ჩ. გ. 43°07′38″ ა. გ. / 41.83222° ჩ. გ. 43.12722° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბაღდათის მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2475 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტურგანფენებიანი ტუფ-ბრექჩია და ტუფ-კონგლომერატი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 636.