მეტეხის აღმართი — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ისნის რაიონში (მეტეხი). მდებარეობს ევროპის მოედნიდან, მეტეხის ქუჩამდე.

მეტეხის აღმართი

მეტეხის აღმართი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი მეტეხი

შეტანილია 1841 წლის თბილისის ქუჩების სიაში და დასახლებული იყო წვრილი ვაჭრებითა და ხელოსნებით. XIX საუკუნის დასაწყისში აღმართის დასაწყისში ზუბალაშვილების, ძმები ხეროდინოვებისა და კვეზერელ-კოპაძის ქარვასლები იდგა, აქვე იყო მეიარაღეთა, სირაჯთა და მეთევზეთა რიგები. 1899 წელს აღმართის მონაკვეთს მეტეხის ხიდიდან ღვინის აღმართამდე საბაყლო ეწოდა. XX საუკუნის 20-იან წლებში მეტეხის აღმართის ნაწილს, რომელიც ახლანდელი ავლაბრის მოედანზე გადიოდა, მეტეხის ქუჩა ეწოდა. 1981 წელს მეტეხის აღმართის განაშენიანების სამუშაოები გაიმართა. აღმართის მარჯვენა მხარეს, პლატოზე, დგას მეტეხის ღვთისმშობლის შობის ეკლესია. მის წინ კი, მტკვრის პირზე, კლდეზე აღმართულია ვახტანგ გორგასლის ძეგლი (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. არქიტექტორები: თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე).

ლიტერატურა

რედაქტირება