მეტა (მდინარე)
მეტა (ლათ. Meta) — მდინარე კოლუმბიაში (ქვემო დინებაზე გადის კოლუმბია - ვენესუელის საზღვარზე). ორინოკოს მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1000 კმ-ზე მეტი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კორდილიერების აღმოსავლეთ კალთებზე. მიედინება ლიანოს-ორინოკოს ვაკეზე. იცის ზაფხულის წყალმოვარდნები. სანაოსნოა შესართავიდან სოფელ მარაილამდე და უფრო ზემოთ, სათავეების ვაკე მონაკვეთებზე. მთავარი ნავსადგურებია პუერტო-კარენიო და ოროკუე.
მეტა | |
---|---|
ქვეყანა | კოლუმბია, ვენესუელა |
სათავე | აღმოსავლეთი კორდილიერები |
სიგრძე | 804 კმ |
აუზის ფართობი | 93,800 კმ² |
მეტა ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 603.