მეტალიკის ჯილდოების და ნომინაციების სია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეტალიკა1981 წელს დაარსებული ამერიკული გრემის მფლობელი მძიმე მეტალ ჯგუფი, რომლის წევრებიც არიან: ჯეიმზ ჰეტფილდი - წამყვანი ვოკალი და რიტმული გიტარა, ლარს ულრიხი - დრამი და დასარტყმელი საკრავები, კირკ ჰემეტი - წამყვანი გიტარა და რობერტ ტრუჰილო - ბას-გიტარა.[1] ჯგუფმა გამოუშვა ცხრა სტუდიური ალბომი: Kill 'Em All (1983), Ride the Lightning (1984), Master of Puppets (1986), ...And Justice for All (1988), Metallica (1991), Load (1996), Reload (1997), St. Anger (2003) და Death Magnetic (2008). მეტალიკა ერთ-ერთი კომერციულად ყველაზე წარმატებული მძიმე მეტალ ჯგუფია, მხოლოდ აშშ-ში მათ გაყიდული აქვთ 57 მილიონზე მეტი ალბომი.[2]

მეტალიკის ჯილდოები და ნომინაციები

ჯგუფის გამოსვლა ლონდონში, 2017. მარცხნიდან: ლარს ულრიხი, ჯეიმზ ჰეტფილდი, კირკ ჰემეტი და რობერტ ტრუჰილო
ჯილდო გამარჯვებები ნომინაციები
ამერიკული მუსიკის დაჯილდოება
2 6
ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება
3 3
გრემის დაჯილდოება
9 18
ჯუნოს დაჯილდოება
1 5
მეტეორის მუსიკალური დაჯილდოება
0 1
MTV Europe-ის მუსიკალური დაჯილდოება
0 4
MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება
2 12
რადიოს მუსიკალური დაჯილდოება
0 2
Q-ის დაჯილდოება
0 1
მსოფლიო მუსიკალური დაჯილდოება
0 1
Kerrang! დაჯილდოება
5 5
ჯამში
ჯილდოები 22
ნომინაციები 57

მეტალიკას მიღებული აქვს ცხრა გრემის ჯილდო, მათგან ექვსი „საუკეთესო მეტალ შესრულებისათვის“ 1990, 1991, 1992, 1999, 2004 და 2009 წლებში. სიმღერა Enter Sandman განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ჯგუფისთვის: იგი წარდგენილი იქნა ნომინაციაზე „საუკეთესო როკ სიმღერა“ გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე და 1992 წელს მიიღო MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდო „საუკეთესო მეტალ ვიდეოსთვის“. ამ კატეგორიაში ჯგუფმა მეორე ჯილდოც მიიღო სიმღერისთვის Until it Sleeps. მეტალიკა ოთხჯერ იყო წარდგენილი ნომინაციაზე „ფავორიტი მძიმე მეტალ/მძიმე როკ შემსრულებელი“ ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე, რომელზეც ორჯერ გაიმარჯვა კიდეც, 1993 და 1997 წლებში. სამჯერ იქნა ნომინირებული მეტალიკა ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე და სამჯერვე გაიმარჯვა. პირველად ჯგუფი ჯუნოს დაჯილდოებაზე წარდგენილი იქნა 1992 წელს სამ ნომინაციაში, მაგრამ არცერთში არ გაუმარჯვია; შემდეგ 2005 წელს მან ამავე დაჯილდოებაზე გაიმარჯვა ნომინაციაში „ჯეკ რიჩარდსონის წლის პროდიუსერი“ სიმღერით Some Kind of Monster. ჯამში მეტალიკას მიღებული აქვს 22 ჯილდო 57 ნომინაციიდან.

ამერიკული მუსიკის დაჯილდოება

რედაქტირება

ამერიკული მუსიკის დაჯილდოება ამერიკის წლიური დაჯილდოების ცერემონიაა, დაარსებული დიკ კლარკის მიერ 1973 წელს. მეტალიკას მიღებული აქვს ორი ჯილდო ექვსი ნომინაციიდან.[3][4][5]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
1992 Metallica ფავორიტი მძიმე მეტალ/მძიმე როკ ალბომი ნომინირებული
მეტალიკა ფავორიტი მძიმე მეტალ/მძიმე როკ შემსრულებელი ნომინირებული
1993 მეტალიკა ფავორიტი მძიმე მეტალ/მძიმე როკ შემსრულებელი გამარჯვებული
1994 მეტალიკა ფავორიტი მძიმე მეტალ/მძიმე როკ შემსრულებელი ნომინირებული
1997 მეტალიკა ფავორიტი მძიმე მეტალ/მძიმე როკ შემსრულებელი გამარჯვებული
2003 მეტალიკა ფავორიტი ალტერნატივის შემსრულებელი ნომინირებული

ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება

რედაქტირება

ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება ტარდება ყოველი წლის დეკემბერში და დასპონსორებულია ჟურნალ ბილბოლრდის მიერ. მეტალიკამ მიიღო სამი ჯილდო.[3][6]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
1997 მეტალიკა ბილბორდის როკ-ენ-როლის წლის არტისტი გამარჯვებული
1999 Metallica წლის ალბომი გამარჯვებული
მეტალიკა წლის არტისტი გამარჯვებული

გრემის დაჯილდოება

რედაქტირება

გრემის დაჯილდოების ცერემონიას ყოველწლიურად მართავს ჩანაწერების ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემია. მეტალიკას მიღებული აქვს ცხრა ჯილდო თვრამეტი ნომინაციიდან.[3][7]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
1989 ...And Justice for All საუკეთესო როკ/მეტალ შესრულება ნომინირებული
1990 One საუკეთესო მეტალ შესრულება გამარჯვებული
1991 Stone Cold Crazy საუკეთესო მეტალ შესრულება გამარჯვებული
1992 Metallica საუკეთესო მეტალ შესრულება გამარჯვებული
Enter Sandman საუკეთესო როკ სიმღერა ნომინირებული
1996 For Whom the Bell Tolls საუკეთესო მეტალ შესრულება ნომინირებული
1999 Better than You საუკეთესო მეტალ შესრულება გამარჯვებული
Fuel საუკეთესო მძიმე როკ შესრულება ნომინირებული
2000 Whiskey in the Jar საუკეთესო მძიმე როკ შესრულება გამარჯვებული
2001 The Call of Ktulu საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულება გამარჯვებული
2004 St. Anger საუკეთესო მეტალ შესრულება გამარჯვებული
2005 Some Kind of Monster საუკეთესო მძიმე როკ შესრულება ნომინირებული
2008 The Ecstasy of Gold საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულება ნომინირებული
2009 Death Magnetic საუკეთესო როკ ალბომი ნომინირებული
My Apocalypse საუკეთესო მეტალ შესრულება გამარჯვებული
Suicide & Redemption საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულება ნომინირებული
Death Magnetic ჩანაწერის საუკეთესო შეფუთვა გამარჯვებული
2010 The Unforgiven III საუკეთესო მძიმე როკ შესრულება ნომინირებული

ჯუნოს დაჯილდოება

რედაქტირება

ჯუნოს დაჯილდოება ტარდება ჩანაწერების ხელოვნებისა და მეცნიერების კანადის აკადემიის მიერ. მეტალიკამ მიიღო ერთი ჯილდო ხუთი ნომინაციიდან.[8]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
1992 Metallica უცხოელი შემსრულებლის საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომი ნომინირებული
Enter Sandman უცხოელი შემსრულებლის საუკეთესოდ გაყიდვადი სინგლი ნომინირებული
წლის პროდიუსერი ნომინირებული
2005 Some Kind of Monster ჯეკ რიჩარდსონის წლის პროდიუსერი გამარჯვებული
2009 Death Magnetic წლის საერთაშორისო ალბომი ნომინირებული

Kerrang! დაჯილდოება

რედაქტირება

Kerrang! დაჯილდოება ყოველწლიური ცერემონიაა, რომელიც ტარდება ბრიტანული როკ ჟურნალ Kerrang!-ის მიერ. მეტალიკამ ხუთი ჯილდო მიიღო ამ ცერემონიაზე.[9][10][11]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2003 მეტალიკა საუკეთესო საერთაშორისო ჯგუფი გამარჯვებული
Kerrang!-ის დიდების დარბაზი გამარჯვებული
2004 მეტალიკა პლანეტის საუკეთესო ჯგუფი გამარჯვებული
2008 მეტალიკა შთაგონება გამარჯვებული
2009 Death Magnetic საუკეთესო ალბომი გამარჯვებული

მეტეორის მუსიკალური დაჯილდოება

რედაქტირება

მეტეორის მუსიკალური დაჯილდოება წარმოადგენს ირლანდიის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალს, რომლის დისტრიბუციას ახორციელებს MCD Productions. მეტალიკამ მიიღო ერთი ნომინაცია.[12]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2005 მეტალიკა საუკეთესო საერთაშორისო ჯგუფი ნომინირებული

MTV Europe-ის მუსიკალური დაჯილდოება

რედაქტირება

MTV Europe-ის მუსიკალური დაჯილდოება MTV Europe-ის მიერ 1994 წელს დაარსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა. მეტალიკამ მიიღო ოთხი ნომინაცია.[13]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2003 მეტალიკა საუკეთესო ჯგუფი ნომინირებული
საუკეთესო როკი ნომინირებული
2008 მეტალიკა წინამძღოლი ნომინირებული
Rock Out ნომინირებული

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება

რედაქტირება

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება MTV-ის მიერ 1984 წელს დაარსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა. მეტალიკამ მიიღო ორი ჯილდო თორმეტი ნომინაციიდან.[3][14][15]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
1989 One საუკეთესო მძიმე მეტალ ვიდეო ნომინირებული
1992 Enter Sandman საუკეთესო მეტალ ვიდეო გამარჯვებული
ვიდეოს საუკეთესო რეჟისურა ნომინირებული
1996 Until it Sleeps საუკეთესო მეტალ ვიდეო გამარჯვებული
მაყურებლის არჩევანი ნომინირებული
1998 Unforgiven II საუკეთესო როკ ვიდეო ნომინირებული
2000 I Disappear საუკეთესო როკ ვიდეო ნომინირებული
საუკეთესო ვიდეო ფილმიდან ნომინირებული
საუკეთესო ეფექტები ვიდეოში ნომინირებული
ვიდეოს საუკეთესო რეჟისურა ნომინირებული
საუკეთესო კინემატოგრაფია ვიდეოში ნომინირებული
2003 St. Anger საუკეთესო როკ ვიდეო ნომინირებული

Q-ის დაჯილდოება

რედაქტირება

Q-ის დაჯილდოება ტარდება ყოველწლიურად მუსიკალურ ჟურნალ Q-ის მიერ. მეტალიკამ მიიღო ერთი ნომინაცია.[16]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2008 მეტალიკა საუკეთესო აქტი მსოფლიოში დღეისათვის ნომინირებული

რადიოს მუსიკალური დაჯილდოება

რედაქტირება

რადიოს მუსიკალური დაჯილდოება ყოველწლიური დაჯილდოების შოუა, რომელიც ეძღვნება 40 საუკეთესო მეინსტრიმულ სიმღერას. მეტალიკამ მიიღო ორი ნომინაცია.[17]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2005 მეტალიკა წლის არტისტი/ალტერნატიული და აქტიური როკ რადიო ნომინირებული
წლის არტისტი/როკ რადიო ნომინირებული

მსოფლიო მუსიკალური დაჯილდოება

რედაქტირება

მსოფლიო მუსიკალური დაჯილდოება 1989 წელს დაარსებული ყოველწლიური დაჯილდოების შოუა, რომელიც ტარდება H.S.H.-ის პრინც ალბერტ II-ის პატრონაჟით. ჯონ მარტინოტი შოუს თანადამაარსებელი და აღმასრულებელი პროდიუსერია.

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2008 Metallica მსოფლიოს საუკეთესოდ გაყიდვადი როკ აქტი ნომინირებული
  1. ჯიმ ბილი უმცროსი (2004-11-20). „Metallica“. San Antonio Express-News.
  2. Top Selling Artists. Recording Industry Association of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-01. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Rock on the Net: Metallica. Timeline. rockonthenet.com. ციტირების თარიღი: 2008-09-03.
  4. „Jackson Wins 3 American Music Awards Entertainment“. Los Angeles Times. 1992-01-26.
  5. „Patbooneica? not quite, but the songs are metal he will rock you“. Hartford Courant. 1997-01-29.
  6. „Billboard Music Awards“. The Post-Standard. 1999-12-09.
  7. Metallica. Grammy Awards. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  8. Mastermind Music Producer Bob Rock to be Inducted into Canadian Music Hall of Fame at The 2007 JUNO Awards (PDF). Juno Awards (2007-02-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-21. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  9. Leonard, Michael. (2003-08-22) Metallica and RATM score in Kerrang! awards. Music Radar. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  10. Metallica Named 'Best Band On The Planet' At Kerrang! Awards - Aug. 26, 2004. Roadrunner Records (2004-08-26). ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  11. News - Inspiration award winner. Kerrang! (2008-08-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-20. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  12. Meteor Music Awards nominations announced. RTÉ (2005-01-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-03. ციტირების თარიღი: 2008-09-23.
  13. MTV Europe Music Awards: The winners. BBC (2003-11-06). ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  14. 1992 Video Music Awards. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-30. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  15. 1996 Video Music Awards. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  16. METALLICA, RAGE AGAINST THE MACHINE Among Q AWARDS Nominees - Sep. 3, 2008. Roadrunner Records (2008-09-03). ციტირების თარიღი: 2008-09-23.
  17. METALLICA, VELVET REVOLVER, AUDIOSLAVE, AC/DC Among RADIO MUSIC AWARDS Nominees - Nov. 6, 2005. Roadrunner Records (2005-11-06). ციტირების თარიღი: 2008-09-23.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება