ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მესტვირეგუდასტვირის დამკვრელი, მომღერალი, მელექსე. საწესჩვეულებო დღესასწაულებისა და სახალხო სანახაობათა ერთ-ერთი პოპულარული მონაწილე.

მესტვირული ტრადიცია სათავეს იღებს ქართლიდან. პირველი ცნობა მესტვირის შესახებ განეკუთვნება IX საუკუნის „კალმასობის“ მიხედვით ქართლში ნაქები ყოფილა მესტვირე კიჭიაშვილი. შემდეგ მესტვირეობა გავრცელდა საქართველოს სხვა კუთხეებში, განსაკუთრებით რაჭაში (სოფ. ფარახეთში). XVIII-XIX საუკუნეებში ცნობილი იყვნენ მესტვირეები: ქებაძე, ბლიაძე, ნ. და ლ. ტოგონიძეები, დ. და ი. ბურდილაძეები, ზ. და მ. ერაძეები. მესტვირეები პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ. ძირითადი საქმიანობისაგან (სასოფლო-სამეურნეო მუშაობა) თავისუფალ დროს მოგზაურობდნენ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, აგრეთვე ბაქოში, ერევანში, მოზდოკში, ვლადიკავკაზში, სადაც მათ მესტვირეობისათვის უხვად ასაჩუქრებდნენ ნატურით ან ფულით. მესტვირის რეპერტუარში შედის საგმირო-საისტორიო, საყოფაცხოვრებო, სამიჯნურო ლექსები, რელიგიური სიუჟეტები, ექსპრომტები შაირის სახით. მესტვირეებს შორის იმართებოდა შეჯობრი. ცნობილია კოტაშვილისა და მანანას გაშაირება. გუდასტვირს ვხვდებით რაჭაში, მესხეთში, ფშავსა და აჭარაში (ჭიბონის ანუ ჭიმონის სახით).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კარგარეთელი ი., ქართული სახალხო სიმღერები..., ტფ., 1899;
  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975;
  • ჩხიკვაძე გ., ქართული ხალხური სიმღერა, ტ. 1, თბ., 1960;
  • ცანავა ა., ქართული მესტვირული პოეზია, თბ., 1953;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მესტვირე“-დან