მერი შილდელი
მერი შილდელი (მერი მიჩილაშვილი; დ. 10 ოქტომბერი, 1915, სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი — გ. 13 მაისი, 1982) — ქართველი მომღერალი, რომანსების უბადლო შემსრულებელი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1956).[1]
მერი შილდელი | |
---|---|
დაბადების სახელი | მერი მიჩილაშვილი |
დაბადების თარიღი |
10 ოქტომბერი, 1915 შილდა, ყვარლის რაიონი |
გარდაცვალების თარიღი | 13 მაისი, 1982 (66 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |
საქმიანობა | მომღერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1935–1937 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ვოკალური). 1936–1937 წლებში მღეროდა სანდრო კავსაძის გუნდში (კონტრალტო). 1937 წლიდან გამოდიოდა ესტრადაზე ვადაჭკორიას გვარით, 1940 წლიდან კი შილდელის ფსევდონიმით. 1940 წელს ესტრადის საკავშირო დათვალიერების დროს არკადი რაიკინმა მიიწვია თავის თეატრში. მალე დაბრუნდა თბილისში, სადაც იმ პერიოდში ქართულ ესტრადაზე ნაყოფიერად მოღვაწეობდა ერთ-ერთი საესტრადო ბრიგადა, რომელშიც შედიოდნენ: ძაგნიძისა და ჩხიკვაძის დუეტი, საშა გომელაური, კაკო კვანტალიანი, გოგუცა კუპრაშვილი, ვასო გოძიაშვილი და მისი მეუღლე – ევგენია ათაბეგოვა. ცნობილია, რომ იმ ბრიგადასთან ერთად მერი შილდელი მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზზეც გამოდიოდა კონცერტებით. გამსვლელი ბრიგადა და, მათ შორის მერიც, ომის დროს სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებში ჯარისკაცებისთვის მღეროდა. მისმა ხმამ რამდენიმე სასიკვდილოდ გადადებული ჯარისკაცი კომიდან გამოიყვანა და მათ სიცოცხლე დაუბრუნა.
მისი სიმღერა გულგრილს ვერ ტოვებდა მსმენელს. მერის საკმაოდ დიდი რეპერტუარი ჰქონდა, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილის, ირაკლი ჯაბადარისა და გიორგი ცაბაძის ნაწარმოებებისგან შედგებოდა.[2]
ლიტერატურა
რედაქტირებაქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 520