მერი ლენდრიუ
მერი ლენდრიუ (ინგლ. Mary Landrieu, /ˈlændruː/; დ. 23 ნოემბერი, 1955) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ლუიზიანის შტატის ყოფილი სენატორი, დემოკრატიული პარტიის წევრი.
მერი ლორეტა ლენდრიუ | |
აშშ_ის სენატორი ლუიზიანიდან | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1997 – 3 იანვარი, 2015 | |
ვიცე-პრეზიდენტი | |
პრეზიდენტი | |
წინამორბედი | ჯონ ბენეტ ჯონსტონი |
მემკვიდრე | ბილ კესიდი |
დაბადებული | თარგი:დაბადების თარიღი და სასაკი არლინგტონი, ვირჯინია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული |
მამა | მუნ ლენდრიუ |
მეუღლე | ფრანკ სნელინგსი |
შვილები | 2 |
განათლება | ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ხელმოწერა |
დაიბადა არლინგტონში (ვირჯინია) და გაიზარდა ნიუ-ორლეანში (ლუიზიანა). ის არის მუნ ლენდრიუს, ნიუ-ორლეანის მერის ყოფილი ქალიშვილი და მიტჩ ლენდრიუს, ნიუ-ორლეანის ყოფილი მერის და ნიუ-ორლენის ვიცე-გუბერნატორის და. ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების და რამდენიმე წლით უძრავი ქონების აგენტათ მუშაობის შემდეგ ის აირჩიეს შტატის წარმომადგენლად, ლუიზიანის წარმომადეგენელთა პალატაში 1980—1988 წლებში. 1996 წელს მან მოიგო არჩევნები სენატისთვის; ის ხელახლა აირჩიეს 2002 და 2008 წლებში მაგრამ 2014 წელს ის დამარცხდა.
ლენდრიუ ცნობილი გახდა 2005 წელს მაშ შემდეგ რაც მან საჯაროდ გააკრიტიკა სახელმწიფოს საპასუხო მოქმედებები ქარიშხალი კარტინას წინააღმდეგ. მისმა წინააღმდეგობამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაზღვევის ვარიანტის მიმართ დიდი როლი შეიტანა პაციენტთა დაცვის და ხელმისაწვდომი ზრუნვის აქტის ჩამოყალიბებაში, რანდაგანც ის არ დათანხმდა ამ აქტს, სანამ ლუიზიანის შტატის ჯანდაცვის პროგრამებს დამატებითი დახმარებები არ გამოუყვეს. 2011 წელს ის გახდა სენატის თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
ადრეული ცხოვრება, განათლება და კარიერა როგორც უძრავი ქონების აგენტი
რედაქტირებამერი ლენდრიუ დაიბადა არლინგტონში (ვირჯინია), ვერნა და მუნ ლენდრიუების ოჯახში, მისი ძმაა ნიუ-ორლეანის ყოფილი მერი მიტჩ ლენდრიუ.[1] ის გაიზარადა ნიუ-ორლეანში და დადიოდა ნიუ-ორლეანის ურსულინის აკადემიაში, მერი ლენდრიუმ დაამთავრა ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1977 წელს. პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე ის იყო უძრავი ქონების აგენტი.
ადრეული პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაშტატის საკანონმდებლო ორგანო
რედაქტირებამერი ლენდრიუ პირველად ლუიზიანის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს 1979 წელს, სადაც იმსახურა 1980 წლიდან 1988 წლამდე როგორც ნიუ-ორლეანის წარმომადგენელმა. ის ხელახლა აირჩიეს 90-ე უბანში ხმების 78%-ით 1983 წელს,[2] ხოლო 1987 წელს ის 90-ე უბანში მისმა ძმამ მიტჩ ლენდრიუმ ჩაანაცვლა.[3]
შტატის ხაზინარი
რედაქტირება1987 წლის 1 იანვარს, შტატის ხაზინარი მერი ეველინ პარკერი გადადგა. ლენდრიუმ არჩევნებში მონაწილეობა მისი ჩანაცვლების იმედით მიიღო, არჩევნები 1987 წლის ოქტომბერში ჩატარდა, ამ არჩევნებში რესპუბლიკელებმა არ მიიღეს მონაწილეობა და მერი ლენდრიუ მხოლოდ მის გუნდელ დემოკრატებს დაუპირისპირდა. ლენდრიუმ ხმების 44% მოაგროვა და არჩევნებში გაიმარჯვა.[4] 1991 წელს ლენდრიუმ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.[5][6] მისი ადგილი მისმა გუნდელმა, დემოკრატმა კენ დუკანმა დაიკავა.
1995 წლის საგუბერნატორო არჩევნები
რედაქტირებალენდრიუმ უარი თქვა მესამე ვადით შტატის ხაზინობაზე და კენჭი იყარა 1995 წლის ლუიზიანის საგუბერნატორო არჩევნებზე, არჩევნებში ლენდრიუმ ხმების 18% დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, მეორე ადგილოსანმა კლეო ფილდსმა ხმების 19 % მოაგროვა, ხოლო პირველ ადგილზე გავიდა მაიკ ფოსტერი ხმების 21%-ით და მეორე რაუნდში ფილდსი ხმების 64%-ით დაამარცხა და ლუიზიანის შტატის გუბერნატორი გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Biography at Ballotpedia
- Congressional profile[მკვდარი ბმული] at GovTrack
- Congressional profile at OpenCongress
- Congressional profile დაარქივებული 2014-08-24 საიტზე Wayback Machine. at Roll Call
- Fact-checking at PolitiFact.com
- Financial information (federal office) at OpenSecrets.org
- Financial investments (personal) დაარქივებული 2013-08-28 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links at The Washington Post
- Staff salaries, trips and personal finance at LegiStorm.com
- Issue positions and quotes at On the Issues
- Appearances დაარქივებული 2013-05-21 საიტზე Wayback Machine. on C-SPAN programs
- Appearances at the Internet Movie Database
- Collected news and commentary დაარქივებული 2017-03-13 საიტზე Wayback Machine. at Bloomberg News
- Collected news and commentary at The New York Times
- Collected news and commentary დაარქივებული 2018-11-15 საიტზე Wayback Machine. at The Washington Post
- -->
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მერი ლენდრიუ საიტზე Curlie
- გარეგნობა C-SPAN-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Reitwiesner, William Addams. The Ancestors of Mary Landrieu. wargs.com. William Addams Reitwiesner Genealogical Services. ციტირების თარიღი: June 4, 2008.
- ↑ Louisiana Secretary of State Official Election Results Results for Election Date: October 22, 1983. ციტირების თარიღი: October 10, 2014.
- ↑ Louisiana Secretary of State Official Election Results Results for Election Date: 10/24/1987. ციტირების თარიღი: October 10, 2014.
- ↑ Louisiana Secretary of State Official Election Results Results, staticresults.sos.la.gov; accessed January 5, 2015.
- ↑ LA State Treasurer 1987, ourcampaigns.com; accessed January 5, 2015.
- ↑ LA State Treasurer 1991, ourcampaigns.com; accessed January 5, 2015.