მერატუსი (ინდონ. Pegunungan Meratus) — ქედი ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციულად მოქცეულია სამხრეთი კალიმანტანის ტერიტორიაზე. სიგრძე დაახლოებით 350 კმ, სიმაღლე 1892 მ-მდე (მთა ბესარი). ჭარბობს საშუალომთიანეთი; გაბატონებულია მომრგვალებული მწვერვალები და ძლიერ დანაწევრებული კალთები. აგებულია გრანიტებით, კირქვებითა და კრისტალური ფიქლებით. ფერდობებზე — მთის ლატერიტულ ნიადაგზე განვითარებული ნოტიო მარადმწვანე ეკვატორული ტყეა. მერატუსის მთებში ცხოვრობს ნახევრად მომთაბარე ხალხი მერატუს-დაიაკი. 1990-იან წლებში ბორნეოს ორანგუტანების გადარჩენის ფონდმა კვლავ შეიყვანა 350 ორანგუტანი მერატუსისა და სუნგაი-ვაინის დაცული ტყეების შემადგენლობაში. ეკოსისტემის ფართო გაუტყეურების გამო ფლორისა და ფაუნის მრავალი სახეობაა გაქრობის პირას. ტრადიციულ დაიაკთა სოფლებიც გაუკაცრიელდა.

მერატუსი
მერატუსი
მერატუსი
კოორდინატები: 2°47′ ს. გ. 115°29′ ა. გ. / 2.783° ს. გ. 115.483° ა. გ. / -2.783; 115.483
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ტერიტორიული ერთეული სამხრეთი კალიმანტანი
უმაღლესი წერტილი ბესარი
სიმაღლე 1892 
სიგრძე 350 კმ
მერატუსი — ინდონეზია
მერატუსი
მერატუსი — კალიმანტანი
მერატუსი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება