მელისა ბენოისტი
მელისა მარიე ბენოისტი (ინგლ. Melissa Marie Benoist; დ. 4 ოქტომბერი, 1988)[2][3][4] — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია თავისი შესრულებული როლით, როგორც კარა დანვერსი CBS/CW-ს სატელევიზიო სერიალ „სუპერგოგონა“-ში (2015-დღემდე).
მელისა ბენოისტი | |
---|---|
ბენოისტი 2019 წელს, San Diego Comic-Con-ზე. | |
დაბადების სახელი | მელისა მარიე ბენოისტი |
დაბადების თარიღი |
4 ოქტომბერი, 1988 ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ[1] |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | თეატრალური ხელოვნების აკადემია |
საქმიანობა |
მსახიობი მომღერალი |
აქტიური | 2008-დღემდე |
მეუღლე(ები) | კრის ვუდი |
2013 წლიდან 2014 წლამდე მონაწილეობას იღებდა Fox-ის კომედიურ სატელევიზიო დრამა–„გუნდი“-ში, სადაც თამაშობდა მერლი როუზის როლს. გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „შეპყრობილი“ (2014), „დენი კოლინზი“ (2015), „ყველაზე გრძელი გზა“ (2015), „პატრიოტის დღე“ (2016), „ლოულაიდერები“ (2016) და „მზიანი ძაღლები“ (2017). 2018 წელს კი, მინისერიალ „უეიკო“-ში, დევიდ კორეშის ცოლის, რეიჩელ ჯონსის როლი ითამაშა.
ბენოისტის პირველი ფილმი 2008 წლის ამერიკული დრამა „Tennessee“-ია, ფილმში მან მონაწილეობა მომღერალთან, მარია ქერისთან ერთად მიიღო. ამის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე სატელევიზიო სერიალში, მათ შორისაა: „Law & Order: Criminal Intent“, „ცისფერი სისხლი“ და „კარგი ცოლი“.
ადრინდელი ცხოვრება
რედაქტირებამელისა ბენოისტი 1988 წლის 4 ოქტომბერს ჰიუსტონში, ტეხასში დაიბადა. არის ჯული და ჯიმ ბენოისტის ქალიშვილი. მელისას მშობლები მაშინ განქორწინდნენ როდესაც, მელისა ბავშვი იყო.[5] მისი დიდი ბაბუა ფრანგი იყო.[6] ჰყავს ორი ბიოლოგიური და, ჯესიკა-ნოველისტი და ქრისტინა-ეკოლოგიის მეცნიერი. მამამისის მეორე ქორწინებიდან[7][8][9] კი 5 ნახევარ და-ძმა. მშობლების განქორწინების შემდეგ, იგი დედამისთან ერთად კოლორადოში ცხოვრობდა.[10]
3 წლის ასაკში მან ბალეტის და ჯაზის გაკვეთილებზე სიარული დაიწყო.[11][12] 4 წლის ასაკში მან დეიდამისის შექნილ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.
2007 წელს მან დაამთავრა „Arapahoe“-ს უმაღლესი სკოლა,[13] ხოლო შემდგომ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, რათა მუსიკალური თეატრის კარიერა გაეგრძელებინა.[14] 2011 წელს დაათავრა „მერიმაუნთის მანჰეტენის კოლეჯი“. კოლეჯში სწავლისას მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სპექტაკლში, მათ შორისაა: „Thoroughly Modern Millie“ და „ As You Like It“.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამელისა კოლეჯში ველოსიპედის ტარებას სწავლობდა, მას მარცხენა ფეხზე ტატუ აქვს, სადაც ველოსიპედია გამოსახული.[15]
2015 წელს, ცნობილი გახდა ფაქტი რომ ბენოისტი და ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ბლეიკ ჯენერი დაქორწინდნენ. თუმცა, მელისამ ერთ-ერთ ინტერვიუზე ამ საკითხთან დაკავშირებით თქვა რომ ისინი დიდი ხნის წინ დაქორწინდნენ. ზოგი წყარო ირწმუნება რომ წყვილს ქორწილი 2013 წელს ჰქონდა.[16][17] 2016 წლის დეკემბერს, ბენოისტმა განქორწინება მოითხოვა,[18] ხოლო 2017 წლის დეკემბერს მათი ურთიერთობა განქორწინებით დამთავრდა.[19]
ბენოისტს ღრმა ბავშვობაში, 13 წლის ასაკში შფოთვითი დეპრესია ჰქონდა.
მელისამ და ამერიკელმა მსახიობმა, კრის ვუდმა დაანონსეს რომ 2019 წლის 10 თებერვალს სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყეს,[20] ხოლო ამავე წლის სექტემბერს იქორწინეს.[21] 2020 წლის 4 მარტს, წყვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაასაჯაროვეს რომ ისინი თავიანთ პირველ შვილს ელოდებიან.[22][23]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jacobs, Laura. Why Supergirl Star Melissa Benoist Is the "Annie Hall of Superheroes". Vanity Fair. ციტირების თარიღი: June 12, 2018.
- ↑ Benoist Pronunciation (November 13, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 15, 2018. ციტირების თარიღი: მარტი 6, 2020.
- ↑ Melissa Benoist. TV Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 4, 2016. ციტირების თარიღი: September 16, 2016.
- ↑ Rose, Lacey; O'Connell, Michael; Sandberg, Bryn Elise; Stanhope, Kate; Goldberg, Lesley (August 28, 2015). „Next Gen Fall TV: 10 Stars Poised for Breakouts“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 29, 2016. ციტირების თარიღი: December 2, 2015.
- ↑ Tishgart, Sierra. (November 26, 2012) Melissa Benoist Reveals How She Landed the Role of Marley Rose on 'Glee'. ციტირების თარიღი: December 11, 2017
- ↑ Benoist Pronunciation (November 13, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 15, 2018. ციტირების თარიღი: მარტი 6, 2020.
- ↑ 10 Things You Didn't Know About Melissa Benoist (November 9, 2015). ციტირების თარიღი: August 7, 2018
- ↑ Moore, John (September 22, 2006). „Can't Miss Kids“. Denver Post. Colorado. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 14, 2017. ციტირების თარიღი: September 14, 2017.
- ↑ Arapahoe High School – Warriors, Always Take Care of One Another. Arapahoe High School. ციტირების თარიღი: March 6, 2015.
- ↑ Melissa Benoist Reveals How She Landed the Role of Marley Rose on 'Glee' (November 26, 2012). ციტირების თარიღი: December 11, 2017
- ↑ Bennett, Alexis. (July 13, 2015) Supergirl's Melissa Benoist Shares What It Really Takes to Transform Into a Superhero. ციტირების თარიღი: September 19, 2018
- ↑ Abrams, Natalie (July 2, 2015). „Supergirl: Melissa Benoist on landing the role of a lifetime, and empowering women“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 11, 2017. ციტირების თარიღი: September 12, 2017.
- ↑ Congratulations, Arapahoe High School grads (May 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2012. ციტირების თარიღი: მარტი 6, 2020.
- ↑ Hayes, Dade. Melissa Benoist On Playing Broadway's Carole King, 'Supergirl's' Topical Shift And 'Glee' Castmate Demi Lovato: Q&A. ციტირების თარიღი: September 9, 2018
- ↑ Giddings, Caitlin. TV's Supergirl Rides a Bike (November 3, 2015). ციტირების თარიღი: February 10, 2019.
- ↑ Ostrow, Joanne. (August 6, 2015) Melissa Benoist, a Colorado native, takes flight as TV's 'Supergirl'. Denver Post. ციტირების თარიღი: June 18, 2018.
- ↑ Toomey, Alyssa. (July 13, 2015) Glee's Melissa Benoist and Blake Jenner Are Married! | E! News. Eonline.com. ციტირების თარიღი: January 1, 2017.
- ↑ Mizoguchi, Karen. (December 29, 2016) Supergirl's Melissa Benoist Files for Divorce from Blake Jenner: Report. People. ციტირების თარიღი: January 3, 2017.
- ↑ Dugan, Christina. (December 21, 2017) Supergirl's Melissa Benoist and Blake Jenner Finalize Divorce. People. ციტირების თარიღი: December 22, 2017.
- ↑ Corriston, Michele. (February 10, 2019) Melissa Benoist Is Engaged to Her Supergirl Costar Chris Wood: 'It Will Always Be Yes'. People. ციტირების თარიღი: February 11, 2019.
- ↑ Guglielmi, Jodi. Supergirl Costars Melissa Benoist and Chris Wood Are Married: Reports. ციტირების თარიღი: 6 September 2019.
- ↑ Melissa Benoist on Instagram: “A non-canine child is coming to our family very soon!!! 😱😆😭 @christophrwood has always been an old dad by nature but now he’s going to be a…” en. ციტირების თარიღი: 2020-03-04
- ↑ Chris Wood on Instagram: “The photo is a joke but the news is real...!!! 👶🏻🍼🤗” en. ციტირების თარიღი: 2020-03-04