მელაანის წმინდა გიორგის ეკლესია

მელაანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის დასავლეთით 2 კილომეტრზე. განეკუთვნება XIX საუკუნეს.

მელაანის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (10x4,5 მ), ნაგებია მსხვილი რიყის ქვით, კვადრატული აგურით და კირის ხსნარით. კუთხეებში აქა–იქ საფლავის ქვებია ჩასმული. 1982 წელს სოფლის მცხოვრებლებს ეკლესია გაურემონტებიათ და თუნუქის სახურავით გადაუხურავთ. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს. კარი აგურით ნაწყობი თაღითაა გადახურული, აღმოსავლეთით ნახევარწრიული ოდნავ შებრტყელებული აფსიდია,რომლის ღერძზე მაღალი და ფართო,თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, მსგავსი თითო სარკმელია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიც.აფსიდის სამხრეთ გვერდში გეგმით ნახევარწრიული, მაღალი ნიშაა. საკურთხეველი დარბაზისაგან ხის კანკელითაა გამოყოფილი. კანკელის წინ ნახევარწრიული ამბიონია.

ლიტერატურა

რედაქტირება