ამბიონი
ამბიონი — კანკელის წინ ამაღლებული ადგილის ის ნაწილი, რომელიც სამეუფო კარის პირდაპირ მდებარეობს, რომელსაც როგორც წესი ნახევრად წრიული ფორმა აქვს და ტაძრის შუაგულისკენაა გამოწეული, რომლიდანაც დიაკონი სახარებას კითხულობს და მღვდელი ქადაგებას წარმოთქვამს. ამბიონზე ასვლა მხოლოდ მღვდელმსახურებისთვისაა ნებადართული, გამონაკლის შემთხვევებში (ჯვრისწერისას) მასზე დგომა მანდილოსანსაც შეუძლია.
ლიტერატურა
რედაქტირება- „მცირე საეკლესიო ენციკლოპედია“, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ. 2004, გვ. 109
ამბიონი ვიქსიკონში |