მეკიბოე მეჭვავია[1] (ლათ. Dromas ardeola) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ერთადერთი სახეობაა თავის ოჯახში. მისი სხეულის სიგრძეა 40 სმ. შეფერილია შავ-თეთრად. ნისკარტი სწორი, გვერდებიდან შეკუმშულია. ფეხები — გრძელი. კარგად დარბიან, შეუძლიათ ცურვა. ბინადრობენ ინდოეთის ოკეანის დასავლეთ და ჩრდილოეთი ნაწილისა და წითელი ზღვის სანაპიროებსა და კუნძულებზე. ცხოვრობენ გუნდებად, ბუდობენ კოლონიებად. ღრმა საბუდარ სოროში დედალი 1 დიდი ზომის კვერცხს დებს. იკვებება ზღვის უხერხემლოებით, უმთავრესად კიბოებით.

მეკიბოე მეჭვავია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Dromas ardeola (Paykull, 1805)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22694081

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. crab plover — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.