სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეზენი (მრავალმნიშვნელოვანი).

მეზენიმდინარე რუსეთში, არხანგელსკის ოლქსა და კომის რესპუბლიკაში. სიგრძე 966 კილომეტრი, აუზის ფართობი 78 ათასი კმ². სათავე აქვს ტიმანის ჭიუხის დასავლეთ კალთების ჭაობებში. ერთვის თეთრ ზღვას. ზემოთში ხეობის ნაპირები მაღალი და კლდოვანია, შუაწელში კალაპოტი დაკლაკნილია, ქვემოთში ბევრია თავთხელი და ჩქერი. ზღვის მოქცევა ვრცელდება შესართავიდან 64 კილომეტრზე. შერეული საზრდოობის მდინარეა; ჭარბობს თოვლის წყალი. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 886 მ³/წმ, მაქსიმალური 9530 მ³/წმ. წყალდიდობა იცის მაის-ივლისში. იყინება ოქტომბერ-ნოემბერში, ყინულძვრაა აპრილ-მაისში. სანაოსნოა შესართავიდან 201 კილომეტრზე, გაზაფხულზე 681 კილომეტრზე. შესართავიდან იჭერენ თევზს. მდინარის ნაპირზეა ქალაქი მეზენი.

მეზენი

მდინარე სათავიდან შესართავამდე
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ქალაქები მეზენი
სათავე ტიმანის ჭიუხი
66°11′49″ ჩ. გ. 43°58′47″ ა. გ. / 66.19694° ჩ. გ. 43.97972° ა. გ. / 66.19694; 43.97972
შესართავი თეთრი ზღვა
სიგრძე 966 კმ
აუზის ფართობი 78 000 კმ²
მეზენი ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება