მთავარი მენიუს გახსნა

მევლუთ ჩავუშოღლუ (თურქ. Mevlüt Çavuşoğlu; დ. 5 თებერვალი 1968, ალანია, ანთალია, თურქეთი) — თურქი პოლიტოკოსი, დიპლომატი, ბიზნესმენი და თურქეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი.[1] ამ თანამდებობამდე, 2010-2012 წლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ხოლო 2013-2014 წლებში თურქეთის ევროკავშირის საკითხებში მინისტრი იყო. სგპ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია, რომელიც 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანთალიის ოლქში გაიმარჯვა და გახდა პარლამენტის წევრი.

მევლუთ ჩავუშოღლუ
Mevlüt Çavuşoğlu
მევლუთ ჩავუშოღლუ Mevlüt Çavuşoğlu
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 ნოემბერი 2015
პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრი  აჰმეთ დავუთოღლუ
ბინალი ილდირიმი
წინამორბედიფირუდინ სინირლიოღლუ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 აგვისტო 2014 – 28 აგვისტო 2015
პრეზიდენტირეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრიაჰმეთ დავუთოღლუ
წინამორბედიაჰმეთ დავუთოღლუ
მემკვიდრეფირუდინ სინირლიოღლუ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 იანვარი 2010 – 25 იანვარი 2012
წინამორბედილუის მარია დეპუგი
მემკვიდრეჟან-კლოდ მიგნონი

დაბადებული5 თებერვალი, 1968 (1968-02-05) (51 წლის)
ალანია, ანთალია
თურქეთის დროშა თურქეთი
საარჩევნი ოლქი2002ანთალია
2007ანთალია
2011ანთალია
პოლიტიკური პარტიასგპ
მეუღლეჰიულია ჩავუშოღლუ
შვილები1
განათლებაანკარის უნივერსიტეტი
ლონგ-აილენდის უნივერსიტეტი
ბილქენთის უნივერსიტეტი
ლონდონის ეკონომიკის სკოლა
პროფესიაპოლიტიკოსი, დიპლომატი, ბიზნესმენი
საიტიhttp://mevlutcavusoglu.net/

ბიოგრაფიარედაქტირება

ჩავუშოღლუ დაიბადა 1968 წლის 5 თებერვალს ანთალიის პროვინციის ქალაქ ალანიაში. საშუალო განათლება მიიღო ემინ ფაშის კერძო ლიცეუმში. 1988 წელს დაამთავრა ანკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ამის შემდეგ მოიპოვა აშშ-ს სტიპენდია და სწავლა გააგრძელა ლონგ აილენდის უნივერსიტეტში, სადაც მაგისტრის წოდებით ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1993 წელს, ანკარის უნივერსიტეტის ევროგაერთიანების კვლევის ცენტრის "ევროპული გამოცდილების" პროგრამა დაასრულა და იმავე წელს დაიწყო სწავლა ბილქენთის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე. ამის შემდეგ მოიპოვა ევროკავშირის სტიპენდია და დაამთავრა დოქტორის ხარისხით ლონდონის ეკონომიკის სკოლა "გარემოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების" განხრით. 1995 წელს, მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გარემოს დაცვის სამინისტროში.[2]

დაოჯახებულია და ჰყავს ერთი შვილი, იცის ინგლისური, იაპონური, გერმანული და რუსული ენები.

პოლიტიკური კარიერარედაქტირება

სგპ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. 2002, 2007, 2011 და 2015 წლების საპარლამენტო არჩევნების დროს, გახდა დეპუტატი ანთალიის ოლქიდან. პარტიაში ეკავა პარტიის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორის მოადგილის პოსტი, ხოლო 2010 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტად აირჩიეს.[3]

2015 წლის 24 ნოემბრიდან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრია.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება