მეგრული წითელი ჯიში — მსხვილი რქოსანი საქონლის უნივერსალური გამოყენების ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის 60-იან წლებში (ძმები კვარაცხელიების მიერ) ადგილობრივი მცირეტანიანი საქონლის სრულყოფით. გავრცელებულია სამეგრელოში, გურიაში, ლეჩხუმში, იმერეთში, აფხაზეთსა და აჭარაში. კარგი მუშა საქონელია. ღია წითელია, აქვს ზემოთ აშვერილი რქები. მომთაბარეობის ძნელ პირობებში და კვების დაბალ დონეზე კუროს ცოცხალი მასაა 450-550 კგ, ფურისა 260-300 კგ. იწველის 800-900 კგ რძეს (ლანჩხუთის რაიონის სოფ. ზემო აკეთის ყოფილ კოლმეურნეობის სანაშენე ფერმაში კარგი მოვლის შედეგად ფურების საშუალო წველადობა 2000 კგ აღწევდა, უდიდესია 2985 კგ), ცხიმიანობა საშუალოდ 4,45%. ინტენსიური სექებისას მოზარდეულის სადღეღამისო წონამატია 700-750 გ. 1977 წელს შეიქმნა მეგრული წითელი ჯიშის ჯიშთსაშენი, რომლის დანიშნულებაა ჯიშის შენარჩუნება, სრულყოფა და ეფექტიანი გამოყენება.

ლიტერატურარედაქტირება