მეგრული არყი
მეგრული არყი (ლათ. Betula megrelica) — ფოთოლმცვივანი ბუჩქი და საქართველოს ენდემი არყის გვარისა რომელიც იზრდება 4 მეტრამდე. ქერქი და ტოტები არის ყავისფერ-ნაცრისფერი. კვირტი 6 × 3,5 მმ, კვერცხისებური. ღეროები 9 მმ, დაფარული რბილი ბუსუსებით. ფოთოლი 41–60 × 22–36 მმ ელიფსურ-ოვალური. მამრი მჭადა არის მწვანე ფერის, ცილინდრული ფორმის, სქელი. მსხმოიარე მჭადა 18–30 × 17 მმ. თესლი 2,5 × 1,5 მმ.
მეგრული არყი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Betula megrelica Sosn., 1934 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||||||||
|
მეგრული არყი არის საქართველოს ენდემი და იზრდება ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში. ამჟამად მეგრული არყის არსებობა არის აღმოჩენილი და დადასტურებული ჯვრის და მიგარიის მთებზე სადაც ის ძირითადად 1500–2000 მ სიმაღლემდე არის გავრცელებული.
მეგრული არყის ფართობი არის ძალზედ შემცირებული უკონტროლო ტყის პოლიტიკის და გადამეტებული ძოვის გამო. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მეგრული არყი იზრდება ნელა და იმყოფება სტრესის ქვეშ. ამის გამო ის შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.