მდელოს მატკვარცანა
ყვითელი და ლამაზი მდელოს მცენარე
მდელოს მატკვარცანა (ლათ. Lathirus pratensis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს 30-100 სმ სიგრძის აღმამდგომი ან მხოხავი ღერო, მარტივი ან დატოტვილი ულვაშით დაბოლოებული რთული ფოთლები და მტევნებად შეკრებილი, კაშკაშა ყვითელი ყვავილები.
მდელოს მატკვარცანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Lathyrus pratensis L., 1753 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 120075014 | |||||||||||||||
|
გავრცელებულია ევროპაში, მცირე, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, კავკასიაში, ციმბირსა და შუა აზიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება მდელოებსა და ბუჩქნარებში, ყანებში, მთის შუა, იშვიათად ზედა სარტყელში. საქონლის საკვები მცენარეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაჩაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 529.