მგლის სოკო
მგლის სოკო (ლათ. Coprinus micaceus) — ქუდიანი სოკო კოპრინასებრთა ოჯახისა. აქვს ზარისებრი, მოყვითალო-მურა, ცენტრში უფრო მუქი ქუდი, რომლის დიამეტრია 3-6 სმ; დაფარულია მბზინავი ქერცლით, რომელიც მალევე ქრება. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ შავი. ფეხი თეთრია, იზრდება ადრე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე ჯგუფებად, დამპალ ხეებზე და მათ ახლოს, აგრეთვე ნაკელიან ადგილებზე. იჭმევა ნორჩი.
მგლის სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Coprinus micaceus | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Coprinus micaceus | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 527.