მგზავრი

პირი, რომელიც გადაადგილდება სატრანსპორტო საშუალებით და არ მონაწილეობს მის მართვაში

მგზავრი (შემოკლებით მგზ) — პირი, რომელიც გადაადგილდება სატრანსპორტო საშუალებით, მაგრამ არაა პასუხისმგებელი მის დანიშნულების ადგილამდე მიყვანაზე და არანაირი სახით არაა ჩაბმული ამ საშუალების მართვაში.[1][2]

მგზავრად, ჩვეულებრივ, არ მიიჩნევენ ეკიპაჟის წევრებს,[2] ანუ იმ პირებს, რომელთაც სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას, გარკვეული მოვალეობის შესრულება აკისრიათ, მათ შორის ბორტგამცილებლებს, მზარეულებს, დამლაგებლებს და აგრეთვე, უშუალოდ მართვაზე პასუხისმგებელ პირებს — მძღოლს, მემანქანეს, მესაჭეს, პილოტს.[3][4]

მგზავრთა გადასაყვანად, სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტი შეიძლება იყოს გამოყენებული (საგზაო, სარკინიგზო, სანაოსნო, საჰაერო). საზოგადოებრივი და კომერციული ტრანსპორტით გადაადგილებისას კი საჭიროა მგზავრობის საფასურის გადახდა, უმეტესად ბილეთის შეძენით. თუმცა, მგზავრთა გარკვეული ჯგუფებისთვის, შეიძლება შეღავათებიც იყოს დაწესებული (მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისთვის, სოციალურად დაუცველთათვის და ა. შ.).[5] ამასთან, ჩვეულებრივ უფასოდაა შესაძლებელი ხელბარგის ატანა, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მგზავრობა.[2] ხშირ შემთხვევაში ტვირთის სახით დაშვებულია მცირე ზომის ცხოველების გადაყვანაც, შესაბამისი ყუთით ან აღჭურვილობით.[6] დიდი ტვირთის ქონის შემთხვევაში, საჭიროა ბარგის ცალკე რეგისტრაცია და გადაზიდვა.[2] მგზავრობის საფასურის გადახდისგან თავის არიდებასა და უბილეთო მგზავრობაზე კანონით გათვალისწინებულია ხოლმე ჯარიმები ან სხვა სახის სასჯელი.[2][7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

„საჰაერო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირება“

  1. საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 5.35. საქართველოს პარლამენტი (2013-12-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-18. ციტირების თარიღი: 2019-08-18.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 გავიჩვაძე, შორენა; ჩიტოშვილი, თამარ. (2012) საჰაერო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირება. თსუ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-18. ციტირების თარიღი: 2019-08-18.
  3. საქართველოს საჰაერო კოდექსი. საქართველოს პარლამენტი (1996-10-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-18. ციტირების თარიღი: 2019-08-18.
  4. საქართველოს საზღვაო კოდექსი. საქართველოს პარლამენტი (1997-05-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-18. ციტირების თარიღი: 2019-08-18.
  5. დადგენილება, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ. თბილისის საკრებულო (2015-03-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-18. ციტირების თარიღი: 2019-08-18.
  6. რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ. საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო (2003-04-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-18. ციტირების თარიღი: 2019-08-18.
  7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ავტობუსით უბილეთო მგზავრობა). თბილისის საკრებულო (2019-06-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-18. ციტირების თარიღი: 2019-08-18.